მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ის შუამავლობით საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთვის საჭირო ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ის შუამავლობით საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთვის საჭირო ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ის შუამავლობით საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთვის საჭირო ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

იმედი|imedinews.ge

ისრაელისა და ლიბანის მთავრობების წარმომადგენლებმა ვაშინგტონში ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიზანია გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, ორივე ქვეყანა აცხადებს მიზნად, კონფლიქტის დასრულებას, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მშვიდობიანი მეზობლური ურთიერთობების დამყარებას. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ მხარეები აღიარებენ ერთმანეთის უფლებას თანაარსებობდნენ მშვიდობიანად, როგორც სუვერენული სახელმწიფოები.

შეთანხმება ითვალისწინებს ეტაპობრივ და ურთიერთდაკავშირებულ პროცესს, რომლის ფარგლებში ლიბანის შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად დაამყარებენ სრულ კონტროლს ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) ეტაპობრივად გაიყვანენ საკუთარ სამხედრო ძალებს ლიბანიდან. პროცესი დეტალურად განისაზღვრება უსაფრთხოების დანართში, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით მომზადდება.

გეგმის მიხედვით, ლიბანში შეიქმნება ე.წ. საპილოტე ზონები, სადაც მოხდება არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფების განიარაღება და მათი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი. აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიებზე ლიბანის ხელისუფლება სრულ კონტროლს აიღებს, დაიწყება რეკონსტრუქცია და მოსახლეობა შეძლებს უსაფრთხოდ დაბრუნებას.

ლიბანის მთავრობა აცხადებს, რომ მიზნად ისახავს სახელმწიფოს ექსკლუზიური კონტროლის აღდგენას ძალის გამოყენებაზე და ყველა არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფის სრულ განიარაღებას. ისრაელის მხარე კი აცხადებს, რომ მისი სამხედრო მოქმედებები ლიბანში დაკავშირებულია მხოლოდ შეიარაღებული ჯგუფების, მათ შორის „ჰეზბოლას“, მხრიდან მომდინარე საფრთხესთან და ამ საფრთხის აღმოფხვრის შემთხვევაში სამხედრო ჩარევის საჭიროება აღარ იარსებებს.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აშშ-ის მონაწილეობით სამხედრო კოორდინაციის ჯგუფის შექმნას და საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას ლიბანის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღდგენის პროცესში.

დოკუმენტის მიხედვით, მხარეები აცხადებენ მზადყოფნას იმოქმედონ კეთილსინდისიერად და დაიწყონ სრულმასშტაბიანი სამშვიდობო შეთანხმების მომზადება, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ათწლეულების კონფლიქტს და უზრუნველყოფს სტაბილურობას რეგიონში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი