მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იტალიელი დოკუმენტალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ფილმს იღებენ
იტალიელი დოკუმენტალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ფილმს იღებენ

იტალიელი დოკუმენტალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ფილმს იღებენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს იტალიელი დოკუმენტალისტების გადამღები ჯგუფი ესტუმრა. მედიატური იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

მედიის წარმომადგენლები ტელეკომპანია Gambero Rosso TV-სთვის საქართველოს შესახებ ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ. Gambero Rosso TV იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიაა მოგზაურობისა და კულინარიის მიმართულებით. ფილმში საქართველოს ტურისტული ადგილები, კულტურა, გასტრონომია და ღვინო იქნება ნაჩვენები.

„იტალიელი დოკუმენტალისტები 1-საათიან ფილმს ამზადებენ საქართველოს შესახებ. ისინი საქართველოში მოგზაურობდნენ და იღებდნენ ქართულ ავთენტურ გარემოს, კულტურას, გასტრონომიასა და იუნესკოს ძეგლებს, საბოლოო ჯამში მოამზადებენ ფილმს, რომელიც იტალიური მედიით გაშუქდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი იტალიაში საქართველოს საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით შედგა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი მედიაპროექტები ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას სხვადასხვა ქვეყნებში. აღნიშნული ტელეგადაცემა მაღალი სანდოობით სარგებლობს და ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი მოგზაური ამ გადაცემას, როგორც სახელმძღვანელოს, ისე მიიღებს და აუცილებლად აირჩევს საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილს, სადაც უნდა იმოგზაუროს,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა “მაია ომიაძემ.

გადაღებები თბილისში, სიღნაღში, წინანდალში, ალავერდში, ატენში, უფლისციხეში, ჭიათურაში, კაცხის სვეტთან, შაორის წყალსაცავზე, ამბროლაურში, ვარძიასა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებში მიმდინარეობდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ