მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა

ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა შანხაიში, საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა. საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

გამოფენის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ITB China-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცეში 400 კვადრატული მეტრი დაეთმო. სპეციალურად მოწყობილ სამუშაო პავილიონში 30-მდე ქართულ კომპანიას შესაძლებლობა აქვს შეხვედრები გამართოს და ბიზნესკავშირები დაამყაროს პოტენციურ პარტნიორებთან.

გამოფენის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები.

3 დღის განმავლობაში ITB China-ს სტუმრებს საშუალება ექნებათ, ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიასა და ღვინოს. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პავილიონში სპეციალურ კულტურულ პროგრამას ანსამბლი „რუსთავი“ წარადგენს.

გამოფენის ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ ქართული რეწვის ნიმუშები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მუზეუმებსა თუ ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციების შესახებ.

დაგეგმილია მასტერკლასები როგორც ტრადიციულ რეწვაში, ისე ქართულ კალიგრაფიაში. ამასთანავე, ქართველი შეფ-მზარეულები სტუმრებისთვის კულინარიულ შოუს გამართავენ, პარალელურად კი ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყობა.საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას ჩინეთიდან.

გამოფენის განმავლობაში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მომზადებული სპეციალური ვიდეორგოლები ჩინურ მედიასა და წამყვან ციფრულ არხებში აქტიურად გაშუქდება.

ITB China-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას ჩინეთიდან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ