მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გიორგი დგებუაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება და არა „პენიტენციური კოდექსით“. ასევე, ზოგიერთ საკითხზე გადაწყვეტილებებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მიიღებს, ნაცვლად, იუსტიციის მინისტრისა.

მისივე თქმით: „პენიტენციურ კოდექსში“ და რამდენიმე საკანონმდებლო აქტში სახელდებით აღარ იქნება მოხსენიებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ერთეული; პენიტენციურ სფეროსთან დაკავშირებული ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მსგავსად, პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებსაც იუსტიციის მინისტრი პირდაპირ სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინების გარეშე დაამტკიცებს.

გიორგი დგებუაძის განცხადებით, კოდექსში შედის არაერთი ტერმინოლოგიურო ცვლილება. მაგალითად, სიტყვა „დამცველი“ იცვლება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ტერმინით - „ადვოკატი“ და სხვა.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კოდექსის ცალკეულ ნორმებში, რომლებშიც გარკვეული მოქმედებების განხორციელების ვადები დღეების სახით არის მითითებული, არ არის დაზუსტებული შესაბამისი დღეების სპეციფიკა - სამუშაოა თუ კალენდარული.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ვადებთან მიმართებით პრაქტიკაში ერთგვაროვანი მიდგომებია, მიზანშეწონილად ჩაითვალა ამ საკითხის დაზუსტება. აქედან გამომდინარე, კოდექსის 20-ზე მეტ მუხლში ზუსტდება ვადების სახით განსაზღვრული შესაბამისი დღეები იმ პრინციპით, რომ სამუშაო დღეებად განისაზღვრება ის ვადები, რომლებიც მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციული სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებას უკავშირდება, ხოლო სხვა შემთხვევაში - კალენდარულ დღეებად. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში ვადის არსის გათვალისწინებით, დღე განისაზღვრება, ზუსტდება დღე-ღამის სახით, როგორც ეს პრაქტიკაშია დამკვიდრებული. დაზუსტებები არ გააუარესებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას და შეესაბამება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამ ვადების გამოყენების პრაქტიკას“, - აღნიშნა გიორგი დგებუაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი