მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იუსტიციის მინისტრის მოადგილე: წლევანდელ საზეიმო ღონისძიებებში ჩვენ კონცეპტუალურად გავაერთიანეთ დამოუკიდებლობის დღისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიული მნიშვნელობა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე: წლევანდელ საზეიმო ღონისძიებებში ჩვენ კონცეპტუალურად გავაერთიანეთ დამოუკიდებლობის დღისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიული მნიშვნელობა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: წლევანდელ საზეიმო ღონისძიებებში ჩვენ კონცეპტუალურად გავაერთიანეთ დამოუკიდებლობის დღისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიული მნიშვნელობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ზუგდიდში უმასპინძლებს. დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ეს დღე წელს მართლაც განსაკუთრებულია, რადგან არის არა მხოლოდ დამოუკიდებლობის დღე, არამედ 1700 წლის იუბილე სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების. შესაბამისად, ამ კონცეპტუალურ ხედვაში აღვნიშნავთ ჩვენ 26 მაისს ზუგდიდში. ეს იქნება შემეცნებითი, გასართობი და ინფორმაციული ღონისძიებები, რომელსაც მოქალაქეებს შევთავაზებთ“, - განაცხადა მან.

თამარ ზოდელავამ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო სერვისების მიმწოდებელი უმსხვილესი უწყებაა საქართველოში და, შესაბამისად, ღონისძიების სტუმრებს შესთავაზებს კონსულტაციებს სხვადასხვა მომსახურების შესახებ:

„წარმოდგენილი იქნება მობილური იუსტიციის სახლი, რომელსაც უშუალოდ შეხება აქვს მოქალაქეებთან; საჯარო რეესტრის მიმართულებით, მოგეხსენებათ, რომ სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობდა და ძალიან დიდია ინტერესი, როგორ დაირეგისტრირონ საკუთრება, ამიტომ ადგილზე ამზომველები გაუწევენ სტუმრებს კონსულტაციას; ციფრული მმართველობის კუთხითაც, იქნება შესაბამისი სივრცე, სადაც ახალგაზრდები და ბავშვები თამაშებით, ქვიზებით შეძლებენ აიმაღლონ ცნობიერება კიბერჰიგიენის შესახებ; იქნება საარქივო ფოტომასალა, რომელიც დაკავშირებული იქნება როგორც დამოუკიდებლობის დღესთან, ისე ქრისტიანობის 1700 წლისთავსა და სამეგრელოს ისტორიასთან".

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოეწყობა სივრცეები ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისათვის, ამას გარდა, ღონისძიების სტუმრები მეგრული სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება