მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე უძრავი ქონების ტოკენიზაციის ინოვაციური ხედვა წარადგინა
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე უძრავი ქონების ტოკენიზაციის ინოვაციური ხედვა წარადგინა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე უძრავი ქონების ტოკენიზაციის ინოვაციური ხედვა წარადგინა

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა მსოფლიო ბანკის მიწისა და უძრავი ქონების ყოველწლიურ კვლევით კონფერენციაში Land and Property Research Conference მონაწილეობს.

საერთაშორისო ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კვლევითი ნაშრომი წარადგინა, რომელიც უძრავი ქონების ბაზრის განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებს ეხება.

კვლევითი ნაშრომი - „Unlocking the Immovable PropertyMarket: Tokenization Vision for Georgia“, კონფერენციის მაღალკონკურენტული შერჩევის პროცესის შედეგად გამოვლინდა და საორგანიზაციო კომიტეტის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მომსახურების სისტემების განვითარებაზე და სახელმწიფო სერვისებში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე. სამინისტროს მონაწილეობა საერთაშორისო პლატფორმაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

კონფერენციას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის“ პროექტის, მიწის ადმინისტრირების მომსახურების გაუმჯობესებისა და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის შექმნის კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სხვა წარმომადგენლები.

„ძალიან საინტერესო იყო იმის ნახვა, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოში ტოკენიზაციის მიმართულებით. როგორც პროფესორი მიწის ადმინისტრირების დარგში, მოხიბლული ვარ იმ შესაძლებლობებით, რასაც ეს ფინანსური სექტორისთვის მოიტანს. გუნდს ვუსურვებ დიდ წარმატებას ამ ძალიან ტრანსფორმაციული პროექტის განვითარებაში“, - განაცხადა იააპ ზევენბერგენიმ, ნიდერლანდების ტვენტეს უნივერსიტეტის მიწის ადმინისტრირებისა და მართვის მიმართულების პროფესორმა.

„დიდი პატივი იყო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის მოსმენა, რომელიც ეხებოდა მიწის ადმინისტრირებაში ბლოკჩეინის გამოყენებას. ეს არის ძალიან ინოვაციური სისტემა. ჩვენ ყოველთვის მტკიცედ გვჯერა, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივა საჯარო სექტორში უნდა იყოს გაციფრულებული და ბლოკჩეინზე გადასვლა მართლაც შესანიშნავია, რადგან ეს უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას, ხელს უწყობს დეცენტრალიზაციას და სასიკეთოა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. აქედან გამომდინარე, ეს მართლაც ძალიან კარგი ინიციატივაა. საქართველოს ვუსურვებთ წარმატებას და გვსურს ვიხილოთ ამ საქმიანობის მრავალი სარგებელი, რათა სხვა მთავრობებმაც შეძლონ სწავლა და მსგავსი მიღწევების განხორციელება“, - განაცხადა ვალიაპან რაჯუმ, გერმანიის GISMA-ს უნივერსიტეტის ფინტექის მიმართულების პროფესორმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრიBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით