მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

თანამედროვე სტანდარტებისა და არქიტექტურის შენობის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ახალი, სრულად ადაპტირებული და მაღალი სტანდარტების იუსტიციის სახლი მცხეთის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს, რაც მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის.

მცხეთის იუსტიციის სახლში მოეწყობა ქორწინების სივრცე, ასევე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების სამუშაო სივრცეები, რაც მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისის მიღების შესაძლებლობას ერთ მისამართზე მისცემს.

ახალი ფილიალი წლიურად 70 000 -ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და მომსახურების ხარისხს.

მცხეთის იუსტიციის სახლი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რიგით მეექვსე, ხოლო საქართველოს მასშტაბით 128-ე ფილიალი იქნება. რეგიონის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლები ყაზბეგში, დუშეთში, მუხრანში, ფასანაურსა და თიანეთში.

მცხეთის იუსტიციის სახლში ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური აქტივობის ზრდას შეუწყობს ხელს.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კიდევ სამი იუსტიციის სახლი შენდება. იუსტიციის სამინისტროს მიზანია, თანამედროვე, ხარისხიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისები საქართველოს ყველა რეგიონში თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩართვას გეგმავსფორმულა
  • "ანაკლია, როგორც ტურისტული ზონა, რატომღაც ყველას მიავიწყდა" - სასტუმრო "თეთრი სახლი ანაკლიაში"BM.GE
  • დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენრუსთავი 2
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
სახლში →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი