მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა „რამე დაუშავა“ ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანადაგურებული ადამიანები მას იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად
ჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა „რამე დაუშავა“ ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანადაგურებული ადამიანები მას იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად

იმედი|imedinews.ge

სააკაშვილის რეჟიმის ჯალათის - ბაჩანა ახალაიას ცოლი ანა ნადარეიშვილი აცხადებს: სანთლით ვეძებ ადამიანებს, რომლებსაც ჩემმა ქმარმა რამე დაუშავაო! იმ ადამიანების ჩამოთვლა რომ დავიწყო, რომლებიც ბაჩო ახალაიას ბრძანებით ან მისი უშუალო მონაწილეობით სასტიკად სცემეს, აწამეს, გააუბედურეს და ცხოვრება დაუნგრიეს, მე დილამდე მოვუნდები წერას და მერე თქვენ - შუადღემდე წაკითხვას, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ჟურნალისტს მოჰყავს ამონარიდი ბაჩო ახალაიას ხელქვეითის მიერ პატიმრების წამების საქმეზე გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან, სადაც წერია, რომ „პატიმრების ცემის და დამცირების ფაქტები იყო სავალდებულო ფორმა და ყველა ვალდებული იყო, შეესრულებინა ბ. ახალაიას მითითება“.

„ამიტომ შემოგთავაზებთ ამონარიდს ისევ და ისევ ბაჩო ახალაიას ხელქვეითის მიერ პატიმრების წამების საქმეზე გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის გაგა მკურნალიძის (თავადაც ცნობილი ჯალათის) ჩვენებიდან : ,,ე.წ. კარანტინის დაშლისას პატიმრების ცემა და შეურაცხყოფა დაინერგა მას მერე, რაც დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ბაჩანა ახალაია... პატიმრების ცემის და დამცირების ფაქტები იყო სავალდებულო ფორმა და ყველა ვალდებული იყო, შეესრულებინა ბ. ახალაიას მითითება“.

ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა ,,რამე დაუშავა" ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანადგურებული ადამიანები მას იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად. და არც უნდა ეძებონ, რადგან ახალაიასა და მისნაირ ჯალათებს ანგარიში მხოლოდ კანონმა და სამართალმა უნდა გაუსწოროს”, - წერს ხუბუა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Bloomberg: ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დროებითი შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს

Bloomberg: ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დროებითი შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს

იმედი

გერმანიაში კლიმატის აქტივისტებმა გაზის ელექტროსადგურების მშენებლობას გააპროტესტეს

გერმანიაში კლიმატის აქტივისტებმა გაზის ელექტროსადგურების მშენებლობას გააპროტესტეს

იმედი

საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

იმედი

თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა

თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა

იმედი