მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა

იმედი|imedinews.ge

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თუ დღეს პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით ხდება, ახალი მოდელი დაეფუძნება პირის ფუნქციონირების კომპლექსურ შეფასებას, სადაც გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მის საზოგადოებაში ჩართულობაზე.

აღნიშნული მიდგომა განსაზღვრულია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ბიოფსიქოსოციალური მოდელით სტატუსის მინიჭების მიზანი შშმ პირთა უფლებების დაცვა, მათი საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება და შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, ამასთან, იმსჯელეს საბჭოს მუშაობის სპეციფიკაზე და შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო საკითხებს სამუშაო ჯგუფები მოამზადებენ და დაამუშავებენ, რაც საბჭოს მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები - ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სხვადასხვა საჯარო უწყების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე - მოწვეული სტუმრები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი