მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ დადებითად შეაფასა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ დადებითად შეაფასა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ დადებითად შეაფასა

იმედი|imedinews.ge

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა.

მომხსენებელმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სააგენტოს მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა რეგიონში, 16 მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. მისი ინფორმაციით, გასულ თვეს მცხეთაში გაიხსნა ბოლო სერვის-ცენტრი და ამით დასრულდა რეგიონული სერვის-ცენტრების გახსნის პროცესი საქართველოს მასშტაბით. მიმდინარე წელს კი ასევე, დასრულდება ამ სერვის-ცენტრების ფორმირება.

მისი ინფორმაციით, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოქალაქეთა მომართვიანობაც.

მომხსენებელმა სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა დაასახელა.

„სააგენტომ 58 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია დააფინანსა, ითანამშრომლა 30-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან. პროგრამაში 3000-ზე მეტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ჩაერთო და რაც მთავარია, კურსდამთავრებულთა თითქმის 70% დასაქმდა, რაც პროგრამის მაღალეფექტურობაზე მიუთითებს“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ სტაჟირების პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სააგენტომ სტაჟირების ანაზღაურების თანხა გასულ წელს 400 ლარამდე, წელს კი, 500 ლარამდე გაზარდა. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა სააგენტოს კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე და შრომითი მიგრაციის მართვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს წარდგენილი ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე იყოს დასაქმებული არჩეული პროფესიის შესაბამისად. მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით, საქართველოში 30 000 უცხოელია დარეგისტრირებული დასაქმების მაძიებლად. მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოს. მათი უფლებები არ უნდა დაირღვეს“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხებზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • კრიტიკული კითხვები მოსამართლეობის კანდიდატს - რა ხდებოდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეტვ პირველი
  • კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - მაკა ბოჭორიშვილიBM.GE
  • 9-10 სექტემბერს კობახიძე პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტს დაესწრებაფორმულა
საკითხებზე →

მსგავსი სტატიები

Financial Times: აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში, საფრანგეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთხოვს, მოუხსნან სანქციები რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს

ბელგიაში პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - დაწყებულია გამოძიება. ვიდეო

ბელგიაში პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - დაწყებულია გამოძიება. ვიდეო

იმედი

CBS News: დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი თქმით, „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო

ზელენსკი: თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ რუსეთის რეალური მზადყოფნა, არ დაარტყას ჩვენს ელექტროსისტემას, სხვა ენერგოობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან სურსათის გადაადგილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი დარტყმების შეჩერება