მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯეი დი ვენსი ირანთან შეთანხმებას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამუშაო კიდევ ბევრია
ჯეი დი ვენსი ირანთან შეთანხმებას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამუშაო კიდევ ბევრია

ჯეი დი ვენსი ირანთან შეთანხმებას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამუშაო კიდევ ბევრია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კვირას ირანთან მიღწეულ შეთანხმებას „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდი მომენტი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ სამუშაო კიდევ ბევრია.

„არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ხვალვე ყველანი საყოველთაო მშვიდობის ჰიმნს შევასრულებთ“, - განაცხადა ვენსმა Fox News-ის ეთერში. „მშვიდობიანი თანაარსებობის სწავლას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ღამით ძალიან, ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით“.

ვენსის თქმით, შეთანხმება სამ ძირითად ელემენტზეა დაფუძნებული. პირველი - „ეს არის ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა და, რა თქმა უნდა, მასთან ერთად იმ საზღვაო ბლოკადის მოხსნაც, რომელიც ირანს დავუწესეთ“.

მისივე თქმით, მეორე ელემენტია იმის გარანტია, რომ ირანი არასოდეს შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას, მოპოვებას ან შეძენას. მესამე ელემენტად კი მან პირობების შესრულება დაასახელა.

„სრულიად ნათელი რომ იყოს - ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ირანი თავის დაპირებას შეასრულებს“, - აღნიშნა ვენსმა.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯის პოზიტიურ ეკონომიკურ გავლენას ამერიკელ მომხმარებლებზე, რომლებიც თვეების განმავლობაში საწვავზე მაღალი ფასებით ზარალდებოდნენ.

„ამერიკელი ხალხისთვის ჩემი მთავარი სათქმელი ალბათ მადლობაა. თქვენი მოთმინების წყალობით, ვფიქრობ, ჩვენ გადავჭერით პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში სტანჯავდა“, - განაცხადა მან.

ვენსის თქმით, ტრამპი „რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებული იყო“ საწვავის მაღალი ფასებით, „თუმცა ახლა ჩვენ შევძლებთ ენერგორესურსების ღირებულების შემცირებას არა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ გრძელვადიანადაც“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა