მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯექსონ პოლოკის ნახატი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა
ჯექსონ პოლოკის ნახატი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ჯექსონ პოლოკის ნახატი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

იმედი|imedinews.ge

ჯექსონ პოლოკის ნამუშევარი, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ „პირველ ნამდვილ აბსტრაქტულ ნახატადაა“ მიჩნეული, ნიუ-იორკის აუქციონზე 181 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ტილომ, სახელწოდებით „ნომერი 7A, 1948“, რომელიც ორშაბათს Christie's-ის ცნობილ აუქციონზე გამოიტანეს, გააუმჯობესა წინა რეკორდი და გარდაცვლილი ამერიკელი ხელოვანის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გახდა, რაც კი ოდესმე სააუქციონო ვაჭრობაზე გაყიდულა.

ნახატი, რომელიც მედიამაგნატ სი ნიუჰაუსის პირად კოლექციაში ინახებოდა, აუქციონზე ოდესმე გაყიდულ ხელოვნების ნიმუშებს შორის სიძვირით მეოთხე ადგილზეა.

პოლოკი, რომელიც 1956 წელს გარდაიცვალა, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის წამყვანი ფიგურა იყო. მისი ტექნიკა („დრიპინგი“) ხელოვნების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ხშირად მიბაძვადია.

აქამდე პოლოკის ნამუშევრის სააუქციონო რეკორდს მისი ნახატი „ნომერი 17, 1951“ ფლობდა, რომელიც 2021 წელს 61,2 მილიონ დოლარად გაიყიდა. მისი სხვა ნამუშევრები უფრო მაღალ ფასებადაც გაყიდულა, თუმცა მხოლოდ კერძო გარიგებების გზით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი