მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯორჯია მელონის განცხადებით, ევროკავშირს უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებაში ერთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს
ჯორჯია მელონის განცხადებით, ევროკავშირს უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებაში ერთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს

ჯორჯია მელონის განცხადებით, ევროკავშირს უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებაში ერთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს

იმედი|imedinews.ge

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებაში ერთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს.

იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მელონიმ აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს ავტორიტეტული ფიგურა, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო ენდობა და შეძლებს გადასცეს რუსეთს ევროპის ერთიანი პოზიცია.

მელონიმ ცოტა ხნის წინ ლონდონში გამართული საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერების შეხვედრაც გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესისთვის ცალკეული ფორმატების შექმნა გაურკვევლობას, დაბნეულობასა და ევროპული პოზიციის სისუსტეს იწვევს.

„უკრაინასა და რუსეთს შორის ნებისმიერი სერიოზული სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში რიგი პირობები დამოკიდებულია ევროპაზე, ეხება ევროპას, გავლენას ახდენს ევროპაზე და სწორედ ევროპას მოუწევს მათზე მოლაპარაკება. მე ვგულისხმობ, რომ ჩვენი სიმტკიცე რუსეთის მიმართ დიპლომატიურ სიბრმავეში, ან თვითიზოლაციაში არ უნდა გადაიზარდოს, ამიტომ ევროპის პოზიციის წარსადგენად აუცილებელია შევარჩიოთ ავტორიტეტული ფიგურა, რომელსაც ევროკავშირის ნდობა და მანდატი ექნება“, - განაცხადა მელონიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →რუსეთის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი