
„კაენის სიზმარი“ - „ფორაქიშვილების დარბაზში“ ალექსანდრე ბრეუსის გამოფენა გაიხსნა
იმედი|imedinews.ge
„კაენის სიზმარი“ - „ფორაქიშვილების დარბაზში“ ალექსანდრე ბრეუსის გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია აერთიანებს ფერწერას, გრაფიკას, ლითოგრაფიასა და სკულპტურას. ნამუშევრებით ავტორი იკვლევს შიშის, დანაშაულის გრძნობის, მეხსიერებისა და ადამიანის გაუცხოების თემებს.
ბრეუსი თანამედროვე საზოგადოების ემოციურ მდგომარეობას ასახავს. რელიგიური იკონოგრაფიით, მონუმენტებით, წარმართული ფიგურებითა და ხელით მოხატული სათამაშოების ესთეტიკით შთაგონებული ნამუშევრები პირად და ისტორიულ გამოცდილებებს უნივერსალურ ვიზუალურ სიმბოლოებად გარდაქმნის.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge