მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კაია კალასი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხობს - ევროკავშირმა დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო დასახლებების გაფართოება
კაია კალასი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხობს - ევროკავშირმა დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო დასახლებების გაფართოება

კაია კალასი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხობს - ევროკავშირმა დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო დასახლებების გაფართოება

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს გიდეონ საარს, რომელმაც მასთან ოფიციალური კონტაქტების გაწყვეტის შესახებ განაცხადა, მიმართა და აღნიშნა, რომ ბრიუსელმა დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო დასახლებების გაფართოება.

ამასთან ერთად, კალასი ამბობს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისრაელთან დიალოგსა და თანამშრომლობას და მზად არის, ეს ურთიერთობა მომავალშიც ამ სულისკვეთებით, პატივისცემისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის საფუძველზე გააგრძელოს.

„ძვირფასო გიდეონ, როგორც იცით, ევროკავშირსა და ისრაელს ბევრი რამ აკავშირებს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენს დიალოგსა და თანამშრომლობას და მზად ვარ, ეს ურთიერთობა მომავალშიც სწორედ ამ სულისკვეთებით, პატივისცემისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის საფუძველზე გაგრძელდეს. დიალოგი დიპლომატიის საფუძველია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განსხვავებული პოზიციები არსებობს. ევროკავშირი ყოველთვის ერთგულია ისრაელთან კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნების.

ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა კვლავ ერთადერთ სიცოცხლისუნარიან გზად რჩება. ევროკავშირმა დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო დასახლებების გაფართოება, რაც ამ მიზნის მიღწევას სულ უფრო ართულებს. ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია“, - დაწერა კალასმა.

ცნობისთვის, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ის კალასთან ყველა კონტაქტს წყვეტს. როგორც საარმა განმარტა, ეს ნაბიჯი გამოწვეულია იმით, რომ რამდენიმე დღის წინ კალასმა მექსიკაში ვიზიტის დროს ისრაელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ადრე მოქმედ აპარტეიდის რასისტულ რეჟიმს შეადარა.

Dear Gideon, as you know, the EU and Israel have a lot that binds us. I value our dialogue and engagement, and I’m open to continue in that spirit, respectfully and constructively. Dialogue is the foundation of diplomacy, especially when differences arise. The EU is always… — Kaja Kallas (@kajakallas) June 18, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი