მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კაია კალასი: „ორეშნიკით“ დარტყმები მსოფლიოს ბირთვული ომის ზღვარზე აყენებს
კაია კალასი: „ორეშნიკით“ დარტყმები მსოფლიოს ბირთვული ომის ზღვარზე აყენებს

კაია კალასი: „ორეშნიკით“ დარტყმები მსოფლიოს ბირთვული ომის ზღვარზე აყენებს

იმედი|imedinews.ge

რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხში შევიდა, რის გამოც უკრაინას ქალაქების ცენტრებზე მიზანმიმართული დარტყმებით ატერორებს. ეს არის ამაზრზენი ტერორისტული აქტები, რომელთა მიზანიც რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაა, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინაზე განხორციელებული ღამის დარტყმების კომენტირებისას.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ​კალასმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები „ორეშნიკი“ (რომელთაგან ერთ-ერთი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ოლქის ქალაქ ბელაია ცერკოვზე გაუშვეს) თავდაპირველად ბირთვული ქობინების გადასატანად შეიქმნა. აქედან გამომდინარე, მათი გამოყენება წარმოადგენს „დაშინების ტაქტიკას და უპასუხისმგებლო თამაშს ბირთვული ომის ზღვარზე“.

კალასმა ასევე დასძინა, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა.

რუსეთის დარტყმებს კიევის ოლქზე სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ თავდასმისას „ორეშნიკი“ გამოიყენეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ