მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობებზე: არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობებზე: არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი

კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობებზე: არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი

იმედი|imedinews.ge

არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე საუბრისას.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

„არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. არაერთი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამ ყველაფრისთვის, იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში იყო ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით, კატეგორიულად მიუღებელია. ის იყო მტრული, არამეგობრული დამოკიდებულება, სადაც მუდმივად ვისმენდით ცრუ განცხადებებს, მუქარის შემცველ ტონს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბარიც ჰქონდა მარკო რუბიოსთან, მაისის დასაწყისში დელეგაციას ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ვნახოთ, დაველოდოთ“, - განაცხადა კახა კალაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი