მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე ერთ-ერთ სკვერში მოზარდის დაშავების ფაქტზე: ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ სიცრუის გავრცელებას. იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი, დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს
კახა კალაძე ერთ-ერთ სკვერში მოზარდის დაშავების ფაქტზე: ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ სიცრუის გავრცელებას. იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი, დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს

კახა კალაძე ერთ-ერთ სკვერში მოზარდის დაშავების ფაქტზე: ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ სიცრუის გავრცელებას. იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი, დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს

იმედი|imedinews.ge

დაახლოებით ვიცი რაც მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეფასების გაკეთება ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სკვერში მომხდარ ფაქტზე, როდესაც 14 წლის მოზარდს მოსასვენებელი სკამი დაეცა, გამოძიება დაწყებულია. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის ფაქტს.

„ვანდალიზმი სერიოზული გამოწვევაა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. დღე არ გავა, რომ ამ ტიპის ფაქტები არ მოხდეს, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველას ჩართულობა აუცილებელია, რომ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რამდენად ცუდია ეს. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც მოზარდები მიზანმიმართულად ინფრასტრუქტურას აზიანებენ. ეს არის მავნებლობა. ჩვენ გვაქვს უამრავი ვიდეომასალა და ამას აუცილებლად მივაწოდებთ საზოგადოებას. ყველა უნდა გავერთიანდეთ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, რადგან ეს ეხება ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა ადამიანს - თუნდაც მონაწილეობა უნდა მივიღოთ შემეცნებით პროცესებში. ასევე, არის ფაქტები, რომ მოზარდები ინფრასტრუქტურას აზიანებენ, იქვე არიან ზრდასრულები და არაფერს ეუბნებიან. მითითების მიცემაა, რომ ეს ცუდია ან ამის გაკეთება არ შეიძლება, ამას წინ არაფერი უდგას. ყველაფერი, რაც კეთდება, ყველასია და ყველა უნდა გავუფრთხილდეთ.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, მიზანმიმართულად არ ვსაუბრობ ამაზე, რადგან ჯერ გამოძიება მიმდინარეობს. დაახლოებით ვიცი რაც მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეფასების გაკეთება ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. აქ საქმე არ ეხება სკამის ერთი შეხებით დაზიანებას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ მანიპულაციებს, სიცრუის გავრცელებას. იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი და სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ძალიან ბევრი ხდება. ამ შემთხვევაში ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხისმგებლობაც იმას დაეკისრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და რეკრეაციულ სივრცეებში, სკვერებსა თუ მოედნებზე დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ახლით ანაცვლებს: „ზოგადად როდესაც სკვერის ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად აზიანებენ, ან ისე ზიანდება, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ხდება მათი შეკეთება.“

ამასთან, კახა კალაძემ პრესსამსახურის თანამშრომლებს დაავალა, რომ მსგავს სივრცეებში ვანდალიზმის ამსახველი კონკრეტული კადრები მედიის საშუალებით გაავრცელონ, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ირაკლი ღარიბაშვილს კახა კალაძე გაემიჯნატვ პირველი
  • „ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზეBM.GE
  • პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს - კახა კალაძერუსთავი 2
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურადფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი