მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა
კახა კალაძე: გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა

კახა კალაძე: გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა

იმედი|imedinews.ge

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ორმაგი სტანდარტის და იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს ევროკავშირი“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირმა რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვები გაზარდა, მაშინ, როცა საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა.

„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ძალიან კარგი მაგალითია ორმაგი სტანდარტის, ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს, ამ შემთხვევაში, ევროკავშირი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა გავწყვიტოთ ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობა და დავუწესოთ სანქციები რუსეთს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ, მაგრამ დავაზიანებთ საკუთარ ქვეყანას, ხალხს, იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში შრომობენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი ოჯახები გამართულად ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად ხდებოდა ამ ყველაფრის მოთხოვნა, რომ ქართული ეკონომიკა დაეზიანებინათ, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავდგათ ისეთ ნაბიჯები, რომლებიც წაადგება, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არა მხოლოდ ბუნებრივ აირს ყიდულობს, გადახედეთ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, რა მონაცემებია ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი და მას შემდეგ, რაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ გავწყვიტოთ სავაჭრო ურთიერთობები, თვითონ როგორ აგრძელებენ ამ ყველაფერს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 246 სტატია.

  • მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან ახლოს, დრონი ჩამოვარდა და აფეთქდატვ პირველი
  • თურქეთი უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის დიდი პარტიის გადაცემას გეგმავსფორმულა
  • ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰაBM.GE
  • პრემიერი: ჩანს, საქართველოს მოქალაქე "უსამშობლოებს" საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცარუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

Mattel-მა უიტნი ჰიუსტონის ბარბი გამოუშვა

Mattel-მა უიტნი ჰიუსტონის ბარბი გამოუშვა

იმედი

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 7 თვის მონაცემებით ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 83 ფაქტი გამოავლინეს

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 7 თვის მონაცემებით ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 83 ფაქტი გამოავლინეს

იმედი

საქართველოს საპენსიო ფონდი: 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 34,826 პირმა ისარგებლა, პენსიის სახით 178 197 376 ლარი გაიცა

საქართველოს საპენსიო ფონდი: 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 34,826 პირმა ისარგებლა, პენსიის სახით 178 197 376 ლარი გაიცა

იმედი

კახა კალაძე აგვისტოს ომზე: თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია

კახა კალაძე აგვისტოს ომზე: თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია

იმედი