მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე მაიკლ ო’ფლაერტის რეკომენდაციებზე: სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს
კახა კალაძე მაიკლ ო’ფლაერტის რეკომენდაციებზე: სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს

კახა კალაძე მაიკლ ო’ფლაერტის რეკომენდაციებზე: სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს

იმედი|imedinews.ge

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე. შეიძლება აქცია ჩაატარონ, პროტესტი გამოხატონ, დღეს არავინ არაფერზე შეზღუდული არ არის. ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მაიკლ ო’ფლაერტის მემორანდუმში ასახული რეკომენდაციების კომენტირებისას.

მისი თქმით, საქართველო თავისი კანონმდებლობით იცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ინტერესებს.

„ეს მოწოდებები და თითის ქნევა წარმოუდგენელია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იგივე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ვინმეს მოგისმენიათ არგუმენტი, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ის დემოკრატიულ პროცესებს და ევროინტეგრაციას? ამასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ არის. უბრალოდ, მათ ასე უნდათ იმიტომ, რომ დღეს ისინი ვერ ახერხებენ შავი ფულის შემოტანას და ხვრელების ნახვას, როგორც თვითონ საუბრობენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ ეძებენ შავ ხვრელებს საქართველოში „ქეშის“ შემოსატანად. რას ხმარდებოდა ეს თანხები? ეს ხმარდებოდა რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსებას, მათ შექმნას, რომ შემდეგ ისინი გამოეყენებინათ სახელმწიფოს წინააღმდეგ რევოლუციების მოწყობაში, სახელმწიფო გადატრიალებებში და ა.შ. არ გამოვა დღეს ეს. დღეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მემორანდუმის იმ ნაწილს, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან აქციებისას ძალადობის ფაქტებს შეეხება, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება და შედეგებს უნდა დაველოდოთ.

„ბევრჯერ გაკეთდა განმარტება, რომ იყო მათ შორის ამოცნობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ დაველოდოთ. არიან კონკრეტული სპეცრაზმელები, რომლებიც გამოძიების შედეგად ამოცნობილია და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე დაწყებულია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ დაველოდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ირაკლი ღარიბაშვილს კახა კალაძე გაემიჯნატვ პირველი
  • „ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზეBM.GE
  • პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს - კახა კალაძერუსთავი 2
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურადფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი