მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს

კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს

იმედი|imedinews.ge

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა მზაობა ევროკავშირთან დიალოგის განახლებისთვის.

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათი მთავარი ხაზი, პოლიტიკა, დაფინანსებაც, მიმართულია იმისკენ, რომ პოლარიზაცია, საზოგადოების დაყოფა გაღრმავდეს, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს სახელი, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც აღრმავებენ პოლარიზაციას, არიან დესტრუქციულები. ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ მოქმედებდნენ ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. რა თქმა უნდა, ის თანხები, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანაში შემოდიოდა, მიმართული იყო აგენტურის შექმნაზე და ამაში ხელფასს უხდიდნენ კონკრეტულ ადამიანებს. ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები კეთილი ზრახვებითა და მზრუნველობით იყვნენ დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში რა იყო მათი მთავარი მოტივაცია და მიზანი, ყველამ ძალიან კარგად იცის. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს თანხები ხმარდებოდა ქვეყანაში რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობას. პოლარიზაციის გაღრმავებაც ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი ხალხი დაყონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ ბოლოს მიღებულ რეზოლუციას და აღნიშნა, რომ მსგავსი დოკუმენტები მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზეა დაფუძნებული.

„რეზოლუციები ბევრი გვინახავს და ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება. მათ არანაირი ფასი არ აქვს, რადგან მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე, ტყუილია და არანაირი კონკრეტიკა, სიმართლე მათში არ არის. ბევრი გვინახავს წარსულშიც ამ შინაარსის რეზოლუციები. გრძელდება ცილისწამება, შეურაცხყოფა, მუქარები. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო. ის არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს დამოუკიდებლობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →კალაძე →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი