მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია
კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია

კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია

იმედი|imedinews.ge

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არ არის მისასალმებელი ის ფაქტი, რაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში მოხდა.

„ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი ის, რაც პარლამენტში მოხდა. ვფიქრობ, ეს არ არის ის, რასაც საზოგადოება ითხოვს. ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ. ყველამ პატივი უნდა სცეს პარლამენტის ინსტიტუტს. უმჯობესია ურთიერთობები პოლიტიკურ და საქმიან დისკუსიაში გადაიზარდოს და არა სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ნამდვილად არაა მისასალმებელი.

მე არც პროკურორი ვარ, არც გამომძიებელი და დეტალებში ვერ შევალ, ვინ დაიწყო და რა მოხდა. საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა.მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივმართო - მესმის, რომ ქართველები ვართ, ემოციურები ვართ, მესმის, რომ რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია. ჩვენ საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ. ზოგადად სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებშიც ხდება მსგავსი ინციდენტები და არ არის სასიამოვნო საყურებელი. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი ჩვენთანაც მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ირაკლი ღარიბაშვილს კახა კალაძე გაემიჯნატვ პირველი
  • „ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზეBM.GE
  • პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს - კახა კალაძერუსთავი 2
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურადფორმულა
კალაძე →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი