მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციაზე: ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ იყო
კახა კალაძე საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციაზე: ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ იყო

კახა კალაძე საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციაზე: ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ იყო

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული რეზოლუციაც, წინა ვარიანტის მსგავსად, ტყუილითა და ცილისწამებითაა გაჯერებული.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის რეზოლუცია მიიღება. გულდასაწყვეტია ასეთ სამარცხვინო რეზოლუციას რომ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. აღნიშნულ ინსტიტუციას იწვევენ იმისთვის, რომ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დააკვირდნენ არჩევნებს. როდესაც ისეთ რეზოლუციას იღებ, რაც ტყუილებითაა გაჯერებული რომელ არჩევნების დაკვირვებაზეა საუბარი. როგორ უნდა მოიწვიო ეს ორგანიზაცია არჩევნების შესაფასებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს არ მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რაც ქვეყანას გარე ძალების გავლენებისგან დაიცავს.

„სხვა ქვეყნის ინტერესები აქ არ გატარდება. პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოებრიობა დგას. ვეღარ იქნება ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა - საქართველოზე ნებისმიერი უცხოელის სულელურ განცხადებას ჭეშმარიტებად იღებდნენ. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში და არა გარე ძალები, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციები შემჩნეულნი არიან საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა და ამ ორგანიზაციებს დაარქვა შესაბამისი სახელი და ისაუბრა იმაზე, რაზეც წლების წინ ვსაუბრობდით, ეს ყველაფერი მიივიწყეს. ამ ადამიანებს არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესები გაატარონ საქართველოში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებსფორმულა
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
  • 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე - კალაძეBM.GE
  • დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლეღვთახევში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნორუსთავი 2
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

იმედი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იმედი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

იმედი