მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე სტუდენტურ ფესტივალზე: მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის
კახა კალაძე სტუდენტურ ფესტივალზე: მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის

კახა კალაძე სტუდენტურ ფესტივალზე: მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, „სტუდენტური ფესტივალი 2026“ დაიწყო.

ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად სიტყვით მიმართა.

„მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი. ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის. სასიამოვნოა, რომ სხვადასხვა რეგიონის, ქალაქის უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდება. აღნიშნული ფესტივალი 2014 წლიდან იმართება და მასში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ღონისძიებაში 20 000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. მინდა, წარმატებები გისურვით ყველაფერში და ამ მნიშვნელოვან ფესტივალში მონაწილეობისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ასევე მინდა, გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს, რუსთავის მერიას, განათლების სამინისროს“, - განაცხადა კახა კალაძემ და მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 45 კონკურსი - შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით. წელს ერთ-ერთი სიახლეა მარათონი, რომელიც 14 ივნისს, თბილისში გაიმართება - 5 კილომეტრიან დისტანციაზე სირბილში სტუდენტების გარდა, მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

კულტურული მიმართულებით ღონისძიებები ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში გაიმართება. ფესტივალის მასპინძელი რუსთავის მერიაა.

ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება 21 ივნისს, ფესტივალის დახურვის გრანდიოზულ ღონისძიებაზე. წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერისტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ.

საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად ჯგუფი „ურსა“ აფორმებდა, დღის განმავლობაში კი რუსთავის სპორტის სასახლეში, სხვადასხვა მიმართულებით, სპორტული შეჯიბრები ჩატარდა. გარდა ამისა, გაიმართა უნივერსიტეტების წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე „სტუდფესტი 2026“-ის გახსნას დაესწრო

ირაკლი კობახიძე „სტუდფესტი 2026“-ის გახსნას დაესწრო

იმედი

გივი მიქანაძე: რუსთავი უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული

გივი მიქანაძე: რუსთავი უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული

იმედი

ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით დაბა ხულოს ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა

ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით დაბა ხულოს ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა

იმედი

ტრამპი: ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა - ბაიდენს ფული არ მიუღია, მას არაფერი მიუღია

ტრამპი: ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა - ბაიდენს ფული არ მიუღია, მას არაფერი მიუღია

იმედი