მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ
კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ

კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ

იმედი|imedinews.ge

იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და ამის საჭიროება აქვს - დახმარება ექნება, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირების შესახებ შეკითხვაზე პასუხად.

მისი თქმით, ხდება გადახედვა იმ გადაწყვეტილებების, რაც პანდემიისას შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო მიღებული ადამიანების დასახმარებლად.

„ამაზე არაერთხელ გაკეთდა შესაბამისი ახსნა-განმარტება. კერძოდ ის, რომ პანდემიის პერიოდში, როდესაც გვქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა, ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე, შესაბამისად, მაშინ იყო მიღებული გადაწყვეტილებები, რათა ადამიანებს ჰქონოდათ გარკვეული სახის შემწეობა სახელმწიფოს მხრიდან.

დღეს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობაა, განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ხდება გადახედვა.

იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და ამის საჭიროება აქვს - მათ ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ქვეყანაში სიღარიბის დამარცხებაზე საუბრისას, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს.

„სიღარიბის დამარცხებას რაც შეეხება, გამოწვევები რჩება, თუმცა გვაქვს წინსვლა, ეკონომიკურად ქვეყანა ვითარდება. სწორედ იმისთვის ვმუშაობთ ყოველდღიურად, რომ სიღარიბე ქვეყანაში მთლიანად იყოს დაძლეული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებსფორმულა
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
  • 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე - კალაძეBM.GE
  • დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლეღვთახევში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნორუსთავი 2
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

იმედი

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

იმედი

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იმედი

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

იმედი