მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კანის 79-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კანის 79-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კანის 79-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

კანის 79-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის კინემატოგრაფისტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებას კინოწარმოების სფეროში. მემორანდუმს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა მამუკა ბლიაძემ და სომხეთის კინოფონდის დირექტორმა დავით ბანუჩიანმა მოაწერეს ხელი.

როგორც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა მამუკა ბლიაძემ აღნიშნა, წინა წლების მსგავსად წელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარმოდგენილია კანის 79-ე კინოფესტივალის ბაზრობაზე ეროვნული პავილიონით, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი.

„დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სომხეთის რესპუბლიკასთან, რომელიც საშუალებას მოგვცემს გაღრმავდეს თანამშრომლობა პროდიუსერებს შორის, ასევე დაიგეგმოს ერთობლივი ფილმების წარმოება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პარტნიორობას საერთაშორისო კინო ფესტივალების ფარგლებში და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების თუ სხვა ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა მამუკა ბლიაძემ.

სომხეთის კინოფონდის დირექტორის დავით ბანუჩიანის აზრით, მემორანდუმი საქართველოსა და სომხეთის კინოს სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და კარგ შესაძლებლობას ქმნის პროდიუსერებისა და რეჟისორებისთვის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე წელს მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყნიდან 15 ათასზე მეტ ინდუსტრიის პროფესიონალს ელოდებიან, წარმოდგენილი იქნება 90-ზე მეტი ეროვნული პავილიონი.

ფესტივალი პირველად 1946 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ის კინოპროფესიონალებისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრის ადგილია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ