მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Kanye West თბილისში კონცერტს გამართავს
Kanye West თბილისში კონცერტს გამართავს

Kanye West თბილისში კონცერტს გამართავს

იმედი|imedinews.ge

Starring Georgia 2026 წლის სეზონის ფარგლებში, თბილისში, დინამო არენაზე Kanye West, YE-ს შოუს აანონსებს.

„12 ივნისს, დინამო არენაზე Kanye West, YE წარდგება, რომელიც 21-ე საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურაა. მისი შემოქმედებითი გზა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავებისთვის ბითების შექმნით დაიწყო, თუმცა მალევე თვითონვე იქცა ვარსკვლავად, რომლის ანგარიშზეც 24 „გრემი“, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დაუვიწყარი საკონცერტო გამოცდილებებია. მისი კარიერის საწყისი ეტაპის ნამდვილ ტრიუმფად იქცა ალბომები: The College Dropout, Late Registration და Graduation. ამ ჩანაწერებმა, ჰიპ-ჰოპში სრულიად ახალი სტანდარტები დაამკვიდრა და არტისტს დიდ ლეიბლებთან გზა საბოლოოდ გაუხსნა.

2026 წლის მარტში არტისტმა ახალი ალბომი, Bully გამოსცა. ამ რელიზს ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა, რომელთა შორისაც ლოს-ანჯელესში, დედამიწის ფორმის სფერულ სცენაზე გამართული პერფორმანსი წლის მუსიკალური კულტურის მთავარ სასაუბრო თემად იქცა. ამ პერფორმანსმა, თავისი მასშტაბით, სასცენო დიზაინითა და აუდიტორიის ჩართულობით, კიდევ ერთხელ მოგვცა მიზეზი, რომ არტისტზე შეუჩერებლად ვისაუბროთ. სწორედ ამ ტურის ფარგლებში წარდგება YE 12 ივნისს, დინამო არენაზე.

უკვე მეოთხე წელია, რაც თიბისი Starring Georgia-ს მთავარი პარტნიორია. წელს ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება და თიბისის მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.

ბილეთების გაყიდვა 12 მაისს, 12:00 საათზე, tkt.ge-ზე დაიწყება. თუმცა, თიბისის ბარათების მფლობელები, ბილეთების შეძენას ექსკლუზიურად - 24-საათიანი პრე-სეილის ფარგლებში, 11 მაისის 12:00 საათიდან შეძლებენ.

დამატებით, თიბისის მომხმარებლებისთვის, ყველა კატეგორიის ბილეთზე გავრცელდება 25%-იანი ფასდაკლება - როგორც პრე-სეილის, ასევე 12 მაისიდან დაწყებული საერთო გაყიდვების პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „Starring Georgia“ კვლავ აგრძელებს მთავარი მიზნისკენ სვლას.

2026 წელს მუსიკალური ორბიტის მთავარ როლში საქართველოა!“ - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ