მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კევინ ჰამილტონი: ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული - საპასუხოდაც, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა
კევინ ჰამილტონი: ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული - საპასუხოდაც, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა

კევინ ჰამილტონი: ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული - საპასუხოდაც, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა

იმედი|imedinews.ge

ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა, - განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა კევინ ჰამილტონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

კევინ ჰამილტონმა ისაუბრა, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თუ რა შეუძლია ალიანსს უფრო მეტი გააკეთოს ასპირანტი ქვეყნის გასაძლიერებლად.

„ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული ბოლო 30 წელიწადში, რაც გრძელდება. საქართველოსთან გვაქვს ე.წ. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მოიცავს ასობით აქტივობას, სადაც მოკავშირეები, ქართველი სამხედროები ერთად მუშაობენ, ჩართული არიან ერთობლივ წვრთნებსა და ვარჯიშებში, ოპერაციებისა და შესაძლებლობების მშენებლობაში. ეს არის ის, რასაც ნატო აკეთებს. ეს სამუშაო გრძელდება. საპასუხოდაც, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა. ასე რომ, ჩვენ ამ ყველაფრის გაგრძელებას მოველით. საქმე როდესაც ეხება საქართველოსნაირ პარტნიორს, ნატო-სთვის პარტნიორობის დღის წესრიგი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც თავისთავად გაგრძელდება. ასევე ვეძებთ გზებს, რომელშიც საქართველოს შეეძლება უფრო მეტი წვლილის შეტანა უფრო ფართო, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში“, - განაცხადა კევინ ჰამილტონმა.

კითხვაზე, - „ალიანსი ემზადება ივლისში ანტალიაში მორიგ სამიტზე შესაკრებად. რაზე იქნება სამიტი ფოკუსირებული და პარტნიორებიდან ვინ იქნებიან მიწვეული? იქნება თუ არა მათ შორის საქართველო?“, - კევინ ჰამილტონმა აღნიშნა, რომ „ეს საკითხი ჯერ არ არის განსაზღვრული“.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან რამდენიმე კვირაში და იმსჯელებენ. სწორედ ამის შემდგომ განისაზღვრება პარტნიორების დღის წესრიგი“, - განაცხადა კევინ ჰამილტონმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ