მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია ჩატარდა
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია ჩატარდა

იმედი|imedinews.ge

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია ჩატარდა, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კამპანიის ფარგლებში, ხულოში მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა უფასოდ ჩაეტარებინა სკრინინგული გამოკვლევები როგორც ინფექციურ დაავადებებზე - აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე, ასევე ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის მიზნით, მათ შორის ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოზე. პარალელურად განხორციელდა არაგადამდები დაავადებების პრევენციული კვლევებიც, რაც მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და მართვისთვის.

„სკრინინგის პროცესს ადგილზე გაეცნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, რომლებიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ მოსახლეობას და პრევენციული კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კამპანიის პარალელურად გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო მოსახლეობის ინფორმირების გაძლიერებისა და სკრინინგ პროგრამებში მათი აქტიური ჩართულობის საკითხები.

აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში - მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების მართვა, ასევე აივ ინფექციისა და B და C ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მოსახლეობის ხელმისაწვდომობას აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას შორის აჭარაში სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი