მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხულოს მუნიციპალიტეტში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით, ახალი საცხენოსნო ინფრასტრუქტურა ღორჯომს მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად აქცევს და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.

„ჩვენი უნიკალური მაღალმთიანი აჭარა დამატებით შესაძლებლობებს გვთავაზობს ტურიზმის განვითარებისთვის. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებითა და ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი, რომელიც აჭარის მთავრობისა და ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით ფინანსდება - 1 200 000 ლარს შეადგენს. ვფიქრობ, ეს ლოკაცია მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, მისცემს ბიძგს რეგიონული შეჯიბრებების ჩატარებას და, რაც მთავარია, იქნება მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის ფარგლებში, შენდება ორი თანამედროვე საჯინიბო, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები, დიდი და პატარა მანეჟები, ასევე მაყურებელთა ტრიბუნა. ამ ეტაპზე ძირითადი სამშენებლო და გადახურვის სამუშაოები უკვე დასრულებულია, იგეგმება კარ-ფანჯრების მონტაჟი და შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კახეთში, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 170 ჰექტარზე გაუმჯობესდებარუსთავი 2
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი