მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „ბერმუხას“ ხელმძღვანელის, ქართული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის, რევაზ აბულაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა
ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „ბერმუხას“ ხელმძღვანელის, ქართული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის, რევაზ აბულაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა

ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „ბერმუხას“ ხელმძღვანელის, ქართული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის, რევაზ აბულაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „ბერმუხას“ ხელმძღვანელის, ქართული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის, რევაზ აბულაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა.

ღონისძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რევაზ აბულაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა, ისაუბრა მის მრავალწლიან ნაყოფიერ საქმიანობაზე და ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე. ღონისძიების ფარგლებში ვახტანგ ბერიძემ რევაზ აბულაძეს “ქორეოგრაფიის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის” მადლობის სიგელი გადასცა.

საიუბილეო საღამოს ფარგლებში ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, რომელიც რევაზ აბულაძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

რევაზ აბულაძე 1946 წლის 8 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში დაიბადა. 18 წელია ანსამბლ „ბერმუხას“ წევრია, ხოლო 2015 წლიდან ანსამბლს ხელმძღვანელობს. მისი მრავალწლიანი საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

რევაზ აბულაძის ხელმძღვანელობით ანსამბლი „ბერმუხა“ არაერთი წარმატებისა და აღიარების მფლობელი გახდა. ანსამბლმა ღირსეულად წარმოაჩინა ხულოს მუნიციპალიტეტი და აჭარა სხვადასხვა ფესტივალსა და კულტურულ ღონისძიებაზე, მოიპოვა არაერთი დიპლომი, მადლობის სიგელი და ჯილდო.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რევაზ აბულაძის ოჯახის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი