მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

კიევის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რათა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეჩვენებინათ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების წინააღმდეგ პროტესტი კვლავ ძლიერია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოც ცნობით, ფედოროვი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური მოდერნიზაციის ერთ-ერთ მთავარ ავტორად მიიჩნევენ, თავდაცვის სამინისტროს სათავეში მხოლოდ იანვარში ჩაუდგა. ის ივლისის შუა რიცხვებში მთავრობის მოულოდნელი და არასაკმარისად განმარტებული ცვლილებების ფარგლებში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მას შემდეგ მოქალაქეები რეგულარულად იკრიბებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მოითხოვენ ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნებას. თავად ფედოროვმა მთავრობის სხვა თანამდებობაზე გადასვლაზე უარი თქვა.

„არ მომწონს, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებენ და შემდეგ ვერავინ ხსნის, რატომ მიიღეს ისინი“, - განაცხადა IT-სექტორში დასაქმებულმა 40 წლის ოლექსანდრმა.

როგორც Reuters-ი იუწყება, ზელენსკიმ თავდაპირველად განაცხადა, რომ ფედოროვის გადაყენების მიზეზი მაშინდელ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან მწვავე უთანხმოება იყო. თუმცა, საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე, პრეზიდენტმა სირსკიც ერთი კვირის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შემდეგ გავრცელდა ვარაუდები, რომ ფედოროვის გადაყენება შესაძლოა თავდაცვის სექტორში სავარაუდო კორუფციის წინააღმდეგ მის მოქმედებებს უკავშირდებოდა. თავად ფედოროვმაც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამ ვერსიას ირიბად დაუჭირა მხარი, თუმცა კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებია.

პრეზიდენტის ყურადღების მისაპყრობად, აქციის მონაწილეებმა გუშინ კიევის ისტორიულ ცენტრში მსვლელობა გამართეს, რომელიც ხრეშჩატიკზე - უკრაინის დედაქალაქის მთავარ გამზირზე - დასრულდა.

პროტესტის მონაწილეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვება შეუძლებელი იქნება საბჭოთა მოდელის სამხედრო სისტემის ტექნოლოგიური განახლების გარეშე - რეფორმის, რომელსაც სწორედ ფედოროვი ხელმძღვანელობდა.

მისი გადაყენება იმ პერიოდში მოხდა, როდესაც უკრაინა აძლიერებდა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე შორ მანძილზე დარტყმებს და ფრონტზე წინსვლის შესახებ იუწყებოდა.

ამ დროისთვის ზელენსკის გადაწყვეტილების გადახედვის ნიშნები არ ჩანს. პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი ევჰენი ხმარა დანიშნა. უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, თავდაცვის მინისტრის პოსტი სამოქალაქო თანამდებობაა, წერს სააგენტო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კიევში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენრუსთავი 2
  • ამერიკელი დელეგატები კრემლში შეხვედრის შემდეგ კიევში მოლაპარაკებებს მართავენფორმულა
  • სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერიმა კიევი დატოვესტვ პირველი
  • რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?BM.GE
კიევში →აქცია →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

თენგიზ შარმანაშვილი ნორვეგიის ელჩის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი - ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას? ხომ არ შეეცდებიან ისევ საქართველოში დესტრუქციული ხაზის გატარებას?

თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვაზე: რა შეიძლება მოჰყვეს?! შეიძლება მოჰყვეს ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან ველი გაიწმინდოს და წარმოიშვან ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას, თუნდაც ძალიან მწვავე ოპონირებას. ეს მისასალმებელიც არის

გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს