მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კლიმატური რისკებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საქართველოს მასშტაბით 900-ზე მეტ მოსწავლეს 44 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაუტარდა
კლიმატური რისკებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საქართველოს მასშტაბით 900-ზე მეტ მოსწავლეს 44 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაუტარდა

კლიმატური რისკებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საქართველოს მასშტაბით 900-ზე მეტ მოსწავლეს 44 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაუტარდა

იმედი|imedinews.ge

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

„აპრილი-მაისის პერიოდში პროექტის ფარგლებში 44 ტრენინგი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 900-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

ტრენინგების მიზანი ახალგაზრდებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება და კატასტროფების მიმართ უსაფრთხო და მდგრადი ქცევის ხელშეწყობაა.

შეხვედრების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა - ბუნებრივი მოვლენებისა და კატასტროფების არსი, კლიმატის ცვლილების გავლენა გარემოსა და ადამიანის ცხოვრებაზე, საქართველოში გავრცელებული ბუნებრივი საფრთხეები, საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოების წესები და ეფექტიანი მოქმედების მექანიზმები, ასევე გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის თანამედროვე მიდგომები.

ტრენინგები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევდა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, დაესვათ კითხვები და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გაეღრმავებინათ ცოდნა.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებსა და თემებს, სადაც კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი საფრთხეების გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია.

პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით უკვე შვიდი წელია ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების მიმართ საზოგადოების მდგრადობის გაძლიერებას, კატასტროფების რისკების შემცირებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის ფარგლებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგებს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რაც ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, კლიმატური რისკების გააზრებისა და უსაფრთხო ქცევის კულტურის ფორმირებას უწყობს ხელს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას შორის აჭარაში სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი