მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კომპანია amd.sigma-ს პროექტის მენეჯერი: სწორი ინფრასტრუქტურისა და საგზაო კავშირების პირობებში სრულიად შესაძლებელი იქნება ვაზიანში ძალიან კარგი აეროპორტის განვითარება
კომპანია amd.sigma-ს პროექტის მენეჯერი: სწორი ინფრასტრუქტურისა და საგზაო კავშირების პირობებში სრულიად შესაძლებელი იქნება ვაზიანში ძალიან კარგი აეროპორტის განვითარება

კომპანია amd.sigma-ს პროექტის მენეჯერი: სწორი ინფრასტრუქტურისა და საგზაო კავშირების პირობებში სრულიად შესაძლებელი იქნება ვაზიანში ძალიან კარგი აეროპორტის განვითარება

იმედი|imedinews.ge

ვაზიანის აეროპორტს ექნება ყველა საჭირო ობიექტი, ბაზრის განვითარების და ავიაკომპანიებისა თუ ზოგადად ავიაციის ზრდის მხარდაჭერის შესაძლებლობა, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაყვანების მიმართულებით, - განაცხადა გერმანული საკონსულტაციო კომპანია amd.sigma-ს წარმომადგენელმა, პროექტის მენეჯერმა პიტერ ვინერმა.

კომპანია amd.sigma აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. პიტერ ვინერმა შეხვედრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს თამარ იოსელიანს ინფორმაცია მიაწოდა პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

„საჭიროა ფიზიკური პროექტის, მგზავრთნაკადის განვითარების, შემოსავლების, ხარჯებისა და მთლიანი ეკონომიკის ისე აწყობა, რომ წახალისებულ იყოს კერძო სექტორისა და ინვესტორების მონაწილეობა ამ სრულიად ახალი ობიექტის განვითარებაში. უკვე დავათვალიერეთ არსებული ტერიტორია, მას აქვს ძალიან კარგი მახასიათებლები, სწორი ინფრასტრუქტურისა და საგზაო კავშირების პირობებში სრულიად შესაძლებელი იქნება ძალიან კარგი აეროპორტის განვითარება“, - განაცხადა პროექტის მენეჯერმა.

მისი შეფასებით, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება საქართველოსთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, როგორც კონსულტანტებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვიყოთ ამ პროექტში ჩართულები“, - აღნიშნა პიტერ ვინერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • სრული დოკუმენტი, რომლითაც სამინისტრო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პარამეტრების შემცირებას ითხოვსBM.GE
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებსრუსთავი 2
  • ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას უარყოფს და ჰამასის სრულ განიარაღებას ითხოვსფორმულა
სრულად →პირობებში →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო

ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო

იმედი

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

იმედი

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა: ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი