მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კომპანია „ინსის“ მმართველი დირექტორი სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკნონმდებლო ცვლილებებზე: სექტორს სჭირდებოდა რეფორმა. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა
კომპანია „ინსის“ მმართველი დირექტორი სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკნონმდებლო ცვლილებებზე: სექტორს სჭირდებოდა რეფორმა. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა

კომპანია „ინსის“ მმართველი დირექტორი სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკნონმდებლო ცვლილებებზე: სექტორს სჭირდებოდა რეფორმა. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვიძახით, რომ სექტორს სჭირდებოდა რეფორმა და ფაქტობრივად მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, - განაცხადა სამშენებლო კომპანია „ინსის“ მმართველმა დირექტორმა ზვიად თოიძემ სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ამ საკითხზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ცვლილებები კი რომელიც რეგულაციებში შედის, სექტორს მეტად გააჯანსაღებს.

„ეს არის ინდექსაცია, რომელიც სავალდებულო ხდება ახალ ტენდერებში, რაც აუცილებლად გააჯანსაღებს სექტორს. ასევე, ფასების გადახედვა მოხდა, რომელიც მუდმივი იქნება და რეგულარულად მოხდება ფასების გადახედვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რეალურად დაუახლოვდეს საბაზრო ფასებს. ძალიან დიდი სხვაობები იყო ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ასევე, პირდაპირი ხარჯების გადახედვა მოხდა. ასევე, ისაუბრეს ანტიდემპინგურ სხვადასხვა ღონისძიებებზე“, - განაცხადა ზვიად თოიძემ.

ცნობისთვის, მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს. ცვლილებების მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლობის მქონე გარემოს შექმნა.

სწორედ ეს საკითხი განიხილეს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო კომპანიების და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ