მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კომპანია „კერკი“: საკვები პროდუქტების ფასებზე და ხარისხზე დადებითად იმოქმედებს საქართველოში „კერძო ეტიკეტის“ განვითარება, ქართული წარმოების გაძლიერება, რაც საპარლამენტო კომისიის სწორი და გააზრებული რეკომენდაციაა
კომპანია „კერკი“: საკვები პროდუქტების ფასებზე და ხარისხზე დადებითად იმოქმედებს საქართველოში „კერძო ეტიკეტის“ განვითარება, ქართული წარმოების გაძლიერება, რაც საპარლამენტო კომისიის სწორი და გააზრებული რეკომენდაციაა

იმედი|imedinews.ge

სურსათზე ფასების გაიაფება და ხარისხის ზრდა ადგილობრივი წარმოების განვითარებითაა შესაძლებელი, - აღნიშნულია კვების პროდუქტების საწარმო ,,კერკი“-ს განცხადებაში, რომელიც სურსათის ფასებს და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ეხება.

როგორც კომპანია აღნიშნავს, საკვები პროდუქტების ფასებზე და ხარისხზე დადებითად იმოქმედებს საქართველოში „კერძო ეტიკეტის“ განვითარება, ქართული წარმოების გაძლიერება, რაც საპარლამენტო კომისიის სწორი და გააზრებული რეკომენდაციაა („კერძო ეტიკეტი’’ - როცა ქართული საწარმო პროდუქტს ამზადებს სუპერმარკეტის, ან/და აფთიაქის ბრენდით/შეფუთვით).

„ამ მოდელით ძალიან ბევრი ხარჯი შემცირდება, რაც პროდუქტის გაიაფებას გამოიწვევს, ხოლო ხარისხი ბევრად გაიზრდება. ეკონომია გაკეთდება მარკეტინგის, დისტრიბუციის, ქსელების მოსაკრებლების, წარმადობის ზრდის, ანუ მასშტაბის ეკონომიის ხარჯზე. საქართველოში მოქმედ საწარმოებს ხარისხის ნაწილში სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად აკვირდებიან/ამოწმებენ, ხოლო იმპორტირებული პროდუქტების ხარისხის კონტროლი ბევრად რთულია.

ჩვენ, კვების პროდუქტების საწარმო „კერკი“ მზად ვართ, ვიყოთ საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციის (კერძო ეტიკეტის განვითარება საქართველოში) აღმსრულებლები, მაგრამ ძალიან გვიჭირს სუპერმარკეტებისა და აფთიაქების მენეჯმენტთან ამ საკითხზე მოლაპარაკება. სამწუხაროდ, ქსელების დიდი ნაწილი „მარტივ“ ბიზნესს ირჩევს, იმპორტს აკეთებს და „ეზარება“ ქართულ წარმოებასთან თანამშრომლობა.

მიმდინარე ეტაპზე ჩვენ („კერკი“) მშრალ ხილს ვაწარმოებთ, თუმცა სუპერმარკეტებისა და აფთიაქების (აფთიაქებთან სნექების ნაწილში) ინტერესის შემთხვევაში, მზად ვართ ვიმუშაოთ იმპორტის ჩამნაცვლებელი პროდუქტების წარმოებაზე, რომლის მთავარი ნედლეულია: ხილი, ფქვილი, თხილეული.

ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის ყველასთან (შპს „კერკი“ სუპერმარკეტის, სასტუმროს, ან/და აფთიაქის ბრენდით დაამზადებს პროდუქტებს).

საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა მხოლოდ „მთავრობის ვალდებულება“ არ გახლავთ. ეს ყველას საქმე და მიზანი უნდა გახდეს“, - აღნიშნულია „კერკი“-ის განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • ჩინეთმა ჩიპების საწარმოო მოწყობილობის წარმოება დაიწყო, რამაც ჰოლანდიური ASML-ის აქციები 5.8%-ით შეამცირაBM.GE
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
  • Patriot-ის უკრაინაში წარმოების დაწყებამდე ტექნიკური დეტალები რჩებატვ პირველი
წარმოების →

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი