მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კოტე ჟღენტი: პასუხის გარეშე არ უნდა დავტოვოთ ჩვენ მიმართ გამოვლენილი ორმაგი სტანდარტი თუ უსამართლო დამოკიდებულება, რადგან ადრინდელისგან განსხვავებით ახლა შემდგარი სახელმწიფო ვართ, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი პოლიტიკა გვაქვს
კოტე ჟღენტი: პასუხის გარეშე არ უნდა დავტოვოთ ჩვენ მიმართ გამოვლენილი ორმაგი სტანდარტი თუ უსამართლო დამოკიდებულება, რადგან ადრინდელისგან განსხვავებით ახლა შემდგარი სახელმწიფო ვართ, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი პოლიტიკა გვაქვს

იმედი|imedinews.ge

ყოველთვის ასე იყო და იქნება, რომ მცირე სახელმწიფოები დამოკიდებულები იქნებიან იმ პროცესებზე, რაც გლობალურ პოლიტიკაში განვითარდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა.

მან გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები მიმოიხილა და ევროპის როლის შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რაც ბატონმა მერცმა განაცხადა გუშინ, რომ ევროპა მზად არის, მაგიდასთან დაჯდეს რუსეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკრაინის საკითხზე სასაუბროდ და ასე შემდეგ. ასეთი განცხადებები ბევრი გვინახავს, მაგრამ იმასაც კარგად ვხედავთ, რომ სამი ზესახელმწიფო გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. გარკვეულწილად ევროპა ამაში შეიძლება, რაღაცნაირად გათვალისწინებული იყოს იმიტომ, რომ ევროკავშირი მაინც ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა, ძალიან ცუდ დღეშია. მგონია, რომ ევროპა ვერ ითამაშებს იმ როლს, რომელსაც ფიქრობს, რომ გლობალური პროცესების ცვლილებებში და დარეგულირებაში ითამაშებს. მომავალი არჩევნების შედეგებიც, რომლებიც იქნება ევროპის სახელმწიფოებში, არ იქნება პოზიტიური გლობალური საკითხების გადაჭრაში მათი როლის გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა კოტე ჟღენტმა.

დიპლომატის თქმით, საქართველომ მის მიმართ გამოვლენილი ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულება პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს.

„რადგან ადრინდელისგან განსხვავებით ახლა შემდგარი სახელმწიფო ვართ, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი პოლიტიკა გვაქვს, ჩვენს ინტერესებს ვაყენებთ პირველ ადგილზე", - აღნიშნა დიპლომატმა. მან არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს როლზეც ისაუბრა.

„რისთვის სჭირდება დიდი და ძლიერი მოკავშირე საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას? - სჭირდება პირველ რიგში იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება, უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარება დაიცვას. რომელი სახელმწიფო ან სახელმწიფოების გაერთიანებაა ახლა მზად, რომ საქართველოს უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარების გარანტიების მისცეს? ახლა მიმდინარე გლობალურ პროცესებს თუ გავითვალისწინებთ, ასეთი სახელმწიფო არ არსებობს. სწორედ ამაზეა დაფუძნებული ჩემი და ჩვენი პოლიტიკური ძალის საუბრები ნეიტრალიტეტზე. ნეიტრალური სახელმწიფო ყველა ზესახელმწიფოსთვის უფრო მისაღებია, ვიდრე მეორე ზესახელმწიფოს ან რომელიმე პოლიტიკური და სამხედრო გაერთიანების მოკავშირე“, - აღნიშნა კოტე ჟღენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი