მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა
„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა

„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა

იმედი|imedinews.ge

ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გამართული შეხვედრა ლონდონური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე ჟან-ფილიპ მატეტამ გაიტანა.

„კრისტალ პალასმა“ ისტორიაში პირველად ითამაშა ევროტურნირის ფინალში და სადებიუტო საერთაშორისო ტროფეიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში გუნდმა არსებობის მანძილზე პირველად მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, თუმცა უეფას გადაწყვეტილებით, ევროპა ლიგის ნაცვლად კონფერენს ლიგაზე მოუწია ასპარეზობა. ამის მიზეზი ფრანგული „ლიონი“ გახდა, რომელიც ასევე ევროპა ლიგაზე მოხვდა - იმ პერიოდში ორივე კლუბს ამერიკელი ინვესტორი ჯონ ტექსტორი ფლობდა, რომელმაც „კრისტალ პალასში“ საკუთარი წილი მხოლოდ გასულ ზაფხულს გაასხვისა. უეფას წესების თანახმად კი, ერთი მფლობელის ხელში არსებულ კლუბებს ერთსა და იმავე ევროტურნირზე თამაში ეკრძალებათ.

ამ გამარჯვებით „კრისტალ პალასი“ გახდა მესამე ინგლისური კლუბი, რომელმაც კონფერენს ლიგის მოგება შეძლო. მანამდე ეს ტურნირი „ვესტ ჰემმა“ (2023) და „ჩელსიმ“ (2025) მოიგეს. შეჯიბრების ისტორიაში ტრიუმფატორები ასევე გახდნენ იტალიური „რომა“ (2022) და ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ (2024).

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს

იმედი

Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია