მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

იმედი|imedinews.ge

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, ნანი ბრეგვაძესთან ერთად, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სოლისტები - ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „შვიდკაცა“, ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა, ფესტივალის ორკესტრი და ბენდი მონაწილეობდა. საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იყო.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ნანი ბრეგვაძე ცოცხალი ლეგენდა და სცენის ნამდვილი დედოფალია. მისი 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ბათუმიდან დაწყება სიმბოლური და სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ქალბატონ ნანის ბათუმი განსაკუთრებულად უყვარს.

ემოციურად დატვირთულმა დღევანდელმა საღამომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად გამორჩეული ადამიანია ქალბატონი ნანი. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ ბევრ ბედნიერ შეხვედრას მაყურებელთან. მადლობა ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის.

მადლობა აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას მხარდაჭერისთვის, მადლობა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილს პროფესიონალიზმისთვის და რა თქმა უნდა, ნანი ბრეგვაძეს იმ უდიდესი შემოქმედებითი მემკვიდრეობისთვის, რომელიც მან საქართველოს აჩუქა“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინარუსთავი 2
  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →მხარდაჭერით →ბათუმში →

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი