მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლადო სადღობელაშვილი: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ. ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ
ლადო სადღობელაშვილი: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ. ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ

იმედი|imedinews.ge

ვიღაც იტყვის: რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდაო? პასუხი მარტივია - არანაირი! წამებას გამართლება არ გააჩნია და ადრე თუ გვიან, ყველა მოძალადე კანონის წინაშე აგებს პასუხს - იქნება ეს ფორმიანი თუ უფორმო, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსზე და ამბობს, რომ წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში.

სადღობელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმსა და „ქართული ოცნების” მმართველობას შორის ავლებს პარალელს და ამბობს, რომ ცალკეული გადაცდომები ყველა სახელმწიფოში და ყველა მთავრობის დროს ხდება, მაგრამ განსხვავება რეაგირებაშია.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულზე და ამბობს, რომ წარსულის მძიმე გამოცდილების ფონზე, ვერც „ნაცმოძრაობას“ და ვერც მათ იდეურ თუ სულიერ შვილებს ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ.

„აქ მთავარი სხვა რამ არის: წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში! ცალკეული გადაცდომები ყველა სახელმწიფოში და ყველა მთავრობის დროს ხდება, მაგრამ განსხვავება რეაგირებაშია: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები არათუ ისჯებოდნენ, არამედ ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ და წახალისებულნი იყვნენ.

აი, ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ მფარველობასა და სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ატარებენ დღემდე მოძალადის იარლიყს. ამ სისტემის შემოქმედნი სააკაშვილი, ახალაია, გვარამია, ბოკერია და სხვა ოდიოზური ფიგურები იყვნენ - რის გამოც რამდენიმე მათგანმა სასჯელი უკვე მოიხადა ან ახლაც იხდის.

წარსულის ამ მძიმე გამოცდილების ფონზე, ვერც „ნაცმოძრაობას“ და ვერც მათ იდეურ თუ სულიერ შვილებს ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ!“, - წერს სადღობელაშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

70 ათასზე მეტი მსმენელი, გრანდიოზული 360-გრადუსიანი სცენა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე, Kanye West-ის შოუ-კონცერტი თბილისში

70 ათასზე მეტი მსმენელი, გრანდიოზული 360-გრადუსიანი სცენა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე, Kanye West-ის შოუ-კონცერტი თბილისში

იმედი

Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანისთვის მილიარდობით დოლარის გაყინული ფულის გადასაცემად ემზადება

Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანისთვის მილიარდობით დოლარის გაყინული ფულის გადასაცემად ემზადება

იმედი

ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს

ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს

იმედი

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება

იმედი