მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლადო სადღობელაშვილი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მარტივად და გასაგებად გვითხრეს რომ საქართველო ისჯება მშვიდობის გამო! ⁠თუ ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი მხოლოდ ომში მონაწილეობაზე გადის, მაშინ ეს არა პარტნიორობა, არამედ, გეოპოლიტიკური ვაჭრობაა
ლადო სადღობელაშვილი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მარტივად და გასაგებად გვითხრეს რომ საქართველო ისჯება მშვიდობის გამო! ⁠თუ ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი მხოლოდ ომში მონაწილეობაზე გადის, მაშინ ეს არა პარტნიორობა, არამედ, გეოპოლიტიკური ვაჭრობაა

ლადო სადღობელაშვილი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მარტივად და გასაგებად გვითხრეს რომ საქართველო ისჯება მშვიდობის გამო! ⁠თუ ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი მხოლოდ ომში მონაწილეობაზე გადის, მაშინ ეს არა პარტნიორობა, არამედ, გეოპოლიტიკური ვაჭრობაა

იმედი|imedinews.ge

წლების განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებზე, დემოკრატიულ განვითარებასა და „საშინაო დავალების“ შესრულებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, ბოლოდროინდელი ღია განცხადებები სრულიად სხვა რეალობას აშიშვლებს, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს, მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

სადღობელაშვილის თქმით, იუკნევიჩიენეს განცხადება პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საქართველო მშვიდობის გამო ისჯება, რადგან ის არ აჰყვა ომის წესებს და მშვიდობა ყველაფერზე წინ დააყენა. მისივე განცხადებით, ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი თუ მხოლოდ ომში მონაწილეობით განისაზღვრება ეს არა პარტნიორობა, არამედ წმინდა წყლის „გეოპოლიტიკური ვაჭრობაა“.

„მოუსმინეთ ამ ქალბატონს! ეს სკანდალური აღიარებაა! - ევროინტეგრაცია თუ გეოპოლიტიკური სატყუარა?! - წლების განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებზე, დემოკრატიულ განვითარებასა და „საშინაო დავალების“ შესრულებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, ბოლოდროინდელი ღია განცხადებები სრულიად სხვა რეალობას აშიშვლებს… რეალობას, რომელზეც აქამდე ხმამაღლა საუბარი ტაბუდადებული იყო! რა გამოდის? 2022 წლამდე ყველაფერი ბლეფი იყო? 2022 წლამდე, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ევროკავშირში გაფართოებაზე სერიოზული პოლიტიკური ნება საერთოდ არ არსებობდა. ყველა მანამდე არსებული დაპირება და პროცესი, რეალურად, ჩვეულებრივი ილუზია და ტყუილი ყოფილა? გამოდის რომ ომია “მწვანე შუქი“? ევროკავშირი არ არის სამხედრო ალიანსი, თუმცა წევრობის შანსი მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც რეგიონში დიდი ომი დაიწყო. ქ-ნი რასას განცხადებით ირკვევა რომ მშვიდობიანობის დროს ეს საკითხი არავის აინტერესებდა და „შესაძლებლობების ფანჯარა“ მხოლოდ ომის დროს გაჩნდა?! - მარტივად და გასაგებად გვითხრეს რომ საქართველო ისჯება მშვიდობის გამო! ეს განცხადებები პირდაპირ ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვსაუბრობთ - გაწევრიანების თემა გახდა სატყუარა! საქართველო დღეს ისჯება მხოლოდ იმის გამო, რომ არ აჰყვა ომის წესებს, არ გახდა კონფლიქტის ნაწილი და საკუთარი ქვეყნის ინტერესები და მშვიდობა წინ დააყენა. - ⁠თუ ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი მხოლოდ ომში მონაწილეობაზე გადის, მაშინ ეს არა პარტნიორობა, არამედ სუფთა წყლის გეოპოლიტიკური ვაჭრობაა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად. ნიღბები ჩამოხსნილია!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვა გავრცელდა, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში განსახილველ ანგარიშზე საუბრობს და აცხადებს, რომ „2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი