მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლადო სადღობელაშვილი: როდესაც სააკაშვილი „რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება - ამ ნაგებობის მიღმა, რეალურად, უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება
ლადო სადღობელაშვილი: როდესაც სააკაშვილი „რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება - ამ ნაგებობის მიღმა, რეალურად, უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება

ლადო სადღობელაშვილი: როდესაც სააკაშვილი „რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება - ამ ნაგებობის მიღმა, რეალურად, უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება

იმედი|imedinews.ge

როდესაც სააკაშვილი “რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება… ამ ნაგებობის მიღმა რეალურად უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი იხსენებს მოვლენებს, რომლებიც „რიყის დოქების“ გარშემო წლების განმავლობაში მიზანმიმართული კორუფციული სქემებით ვითარდებოდა და კონკრეტულად ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის ამბიციებსა და „პირადი ხუშტურების“ დაკმაყოფილებას ხმარდებოდა.

მისი განცხადებით, „რიყის დოქები“ მომღერალ სოფო ნიჟარაძისთვის ააშენებინა მიხეილ სააკაშვილმა, რათა მას აღნიშნულ მუსიკალურ თეატრში „საკონცერტო მოღვაწეობა განევითარებინა".

„როდესაც სააკაშვილი “რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება… ამ ნაგებობის მიღმა რეალურად უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება.

დოქების აშენებამდე, 2006 წელს, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ რიყის ტერიტორია კერძო ინვესტორს 7 მილიონ დოლარად მიჰყიდა. თუმცა, სულ რაღაც ორ წელიწადში, 2008 წელს, თბილისის მერიამ ეს მიწა ბიუჯეტის ფულით, უკან გაცილებით ძვირად, 17 მილიონ დოლარად გამოისყიდა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ ეს იყო მიზანმიმართული კორუფციული სქემა. ეს ზედმეტი 10 მილიონი დოლარი, ოფშორის გავლით, გადაერიცხა ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის. მიზანი მარტივი და ცინიკური იყო: ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფოს ამ ფულით ჯოზეფ ქეისგან ტელეკომპანია „იმედის“ წილები უნდა გამოესყიდა და ტელევიზიაზე კონტროლი დაემყარებინა. ანუ, რიყის პროექტი თავიდანვე ხალხის ფულის მოპარვისა და მედიის მიტაცების სიმბოლოდ იქცა!!!

- სხვათა შორის ამ ნაგებობას თბილისში ხშირად ირონიულად „სოფოს დოქებსაც“ უწოდებენ. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა ეს გრანდიოზული მუსიკალური თეატრი რეალურად მომღერალ სოფო ნიჟარაძისთვის ააშენა, რათა მას იქ საკონცერტო მოღვაწეობა განევითარებინა. ქვეყნის ბიუჯეტიდან გადახდილი ათეულობით მილიონი ლარი, რეალური სახელმწიფოებრივი საჭიროების ნაცვლად, ერთი ადამიანის პირადი ამბიციებისა და ხუშტურების დაკმაყოფილებას მოხმარდა.

-„ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ამ ქაოსის მოწესრიგებაში უდიდესი პოზიტიური როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილის ხედვამ და სახელმწიფოებრივმა მიდგომამ. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ღვაწლი სწორედ თბილისის ისტორიული იერსახის დაცვა და გადარჩენა იყო მუდმივად. სააკაშვილის რეჟიმის დროს დედაქალაქი მიზანმიმართულად ივსებოდა აგრესიული, ისტორიულ არქიტექტურასთან სრულიად შეუსაბამო ნაგებობებით, რაც ამახინჯებდა ძველი თბილისის უნიკალურ ხედებს.

ბიძინა ივანიშვილის მრავალწლიანი ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ნამდვილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული უბნებისა და თეატრების აღდგენა-შენარჩუნებაზე. სწორედ მისი პოლიტიკური ნების დამსახურებაა, რომ რიყის პროექტთან დაკავშირებული წლების განმავლობაში გაწელილი სამართლებრივი თუ ფინანსური კვანძები გაიხსნა და სახელმწიფომ შეძლო ამ მძიმე მემკვიდრეობის სწორ, გამჭვირვალე ეკონომიკურ რელსებზე გადაყვანა, რითაც წერტილი დაესვა ხალხის ფულის პირადი მიზნებისთვის ფლანგვის ეპოქას.“- წერს სადღობელაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სააკაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • "შეეშვით ხალხო სააკაშვილთან და მის მფრინავ მაიმუნებთან თავის მართლებას და არგუმენტებით საუბარს, პირდაპირ ფერთხეთ" - თამარ ჩერგოლეიშვილირუსთავი 2
  • ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა 2012 წელს, ხელისუფლებაში მოყვანისთვის წაუყენა - სააკაშვილიტვ პირველი
  • პაპუაშვილი: სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ მმართველობას ადარებდა აღმაშენებელს, დიდგორობას ომი წააგოფორმულა
  • ცხინვალი: კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამაც უნდა აიღოსნეტგაზეთი
სააკაშვილის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

იმედი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

იმედი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

იმედი