მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას - სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელებში ძალადობისკენ მოწოდებას, ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს
ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას - სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელებში ძალადობისკენ მოწოდებას, ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს

იმედი|imedinews.ge

„მე ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ ის ფაქტი რომ საქართველოში შეიქმნა და დღეიდან დაიწყო მუშაობა შსს-ს სამმართველომ, რომელიც გააკონტროლებს სოცქსელებში სიძულვილის ენას და ამაზე ადეკვატურად კანონის კუთხით რეაგირება ექნება?! - დასავლეთში ასეთი პრაქტიკა საკმაოდ აქტუალურია…“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილს ევროპული ქვეყნების მაგალითები მოჰყავს, სადაც კანონმდებლობა საშუალებას აძლევს პოლიციას, რეაგირება მოახდინოს „მძიმედ შეურაცხმყოფელ“ ან მუქარის შემცველ ონლაინ შეტყობინებებზე.

ანალიტიკოსი წერს, რომ გერმანიასა და ბრიტანეთში კრიტიკოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევა ცენზურის რისკს ქმნის, ხოლო მხარდამჭერები ამბობენ, რომ ონლაინ მუქარებისა და ძალადობის პრევენციისთვის ასეთი მექანიზმები აუცილებელია.

„გერმანია ყველაზე ცნობილი მაგალითი, გერმანიაში ამ მიმართულებით მუშაობს Federal Criminal Police Office (BKA), რომელსაც აქვს სპეციალური მექანიზმები ონლაინ სიძულვილის დანაშაულების გამოსავლენად და გამოსაძიებლად.

2025 წელს გერმანიის პოლიციამ ერთდროულად ათეულობით საცხოვრებელ ბინაზე ჩაატარა ჩხრეკა ონლაინ სიძულვილის ენისა და მუქარების გამო. გამოძიება ეხებოდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ქალების მიმართ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

გერმანიაში სოციალური ქსელები ვალდებულნი არიან მძიმე დანაშაულის შემცველი პოსტების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს გადასცენ. ამისთვის შეიქმნა ცენტრალური შეტყობინებების სისტემა.

- დიდ ბრიტანეთში მოქმედებს Counter Terrorism Internet Referral Unit (CTIRU), რომელიც თავდაპირველად ტერორისტულ კონტენტს ებრძოდა, თუმცა ონლაინ ექსტრემიზმისა და სიძულვილის შემცველი მასალების გამოვლენაშიც მონაწილეობს. მისი მუშაობის შედეგად ასობით ათასი მასალა ინტერნეტიდან წაიშალა.

ასევე, ბრიტანეთის კანონმდებლობა საშუალებას აძლევს პოლიციას რეაგირება მოახდინოს „მძიმედ შეურაცხმყოფელ“ ან მუქარის შემცველ ონლაინ შეტყობინებებზე. ბოლო წლებში ამ მუხლებით ყოველწლიურად ათასობით პირი იქნა დაკითხული ან დაკავებული.

- საფრანგეთში ფუნქციონირებს სახელმწიფო პლატფორმა PHAROS, სადაც მოქალაქეები ონლაინ სიძულვილის ენას, მუქარებსა და უკანონო კონტენტს აცნობებენ. გახმაურებული იყო 2026 წელს ტელეარხ CNews-ის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება რასისტული განცხადებების გამო.

სახელმწიფოები უკვე წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელებში: ძალადობისკენ მოწოდებას, ეთნიკურ და რელიგიურ სიძულვილს, ტერორისტულ პროპაგანდას, მუქარებს, გარკვეულ შემთხვევებში მძიმე შეურაცხყოფასა და დევნას.

ამასთან, ყველაზე დიდი პოლიტიკური კამათი სწორედ იმაზე მიმდინარეობს, სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. მაგალითად, გერმანიასა და ბრიტანეთში კრიტიკოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევა ცენზურის რისკს ქმნის, ხოლო მხარდამჭერები ამბობენ, რომ ონლაინ მუქარებისა და ძალადობის პრევენციისთვის ასეთი მექანიზმები აუცილებელია“, - წერს სადღობელაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შექმნა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივაBM.GE
  • "ჯდება რუსულ სტრატეგიაში"- ზურაბიშვილის აზრით, ახალი დაჯგუფება ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის შექმნესტვ პირველი
  • ევროპის ლიდერები უკრაინასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენფორმულა
  • ირაკლი კობახიძე გვარამიას განცხადებაზე: დანაშაულებრივი მიდგომაა, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ საგამოძიებო უწყებები, ეს ქვეყნის ღალატია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვრუსთავი 2
შექმნა →

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება