მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე

ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს და უზბეკეთის მთავრობას ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისა და სამარყანდში მასპინძლობისთვის.

გამოსვლაში მან ისაუბრა შუა დერეფნის როლის გაძლიერებაზე და აღნიშნა, დღეს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა დერეფნის შესაძლებლობების გაძლიერება და მასში ინვესტირება.

მისი თქმით, საქართველომ სტაბილურ პროგრესს მიაღწია თავისი სტრატეგიული მიზნებისკენ მიმავალ გზაზე - იქნება ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის ძირითადი ინფრასტრუქტურის დასრულება, თუ შუა დერეფნის კავშირის გაძლიერება. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყანას აქვს ძლიერი დღის წესრიგი გზების, რკინიგზის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის უნარის შემდგომი გაუმჯობესების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით.

მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ უცვლელი რჩება ქვეყნის პრიორიტეტები, რომელთა შორისაა: მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაცვა, სტრუქტურული რეფორმების, მსხვილი საინვესტიციო პროექტების უზრუნველყოფა და სხვა.

გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობას საჯარო და კერძო სექტორებში და იმედი გამოთქვა, რომ 20-წლიანი პარტნიორობა ბანკთან კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოს ძირითად პრიორიტეტულ სფეროებში, რომელთა შორისაა დაკავშირებადობის უნარის გაუმჯობესება გაფართოებული სარკინიგზო და სახმელეთო გზების სისტემის საშუალებით; მწვანე და განახლებადი ენერგიის გამომუშავება, გაუმჯობესებული გადამცემი ხაზები; ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება; წყლისა და მუნიციპალური სერვისების განახლება.

მან ასევე ისაუბრა მთავრობებს, მრავალმხრივ ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. მისი თქმით, კავშირების გაძლიერება და კოორდინირებული მოქმედება ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრადობას, ინკლუზიურობასა და პროგრესს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში

ირაკლი კობახიძე: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში

იმედი

კალასი: აშშ-ის ჯარების გაყვანა მოულოდნელი აღმოჩნდა

კალასი: აშშ-ის ჯარების გაყვანა მოულოდნელი აღმოჩნდა

იმედი

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იმედი

ირაკლი კობახიძე: არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც, 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე