მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლას-ვეგასში „ოლიმპიადა სტეროიდებზე“ ჩატარდა
ლას-ვეგასში „ოლიმპიადა სტეროიდებზე“ ჩატარდა

ლას-ვეგასში „ოლიმპიადა სტეროიდებზე“ ჩატარდა

იმედი|imedinews.ge

ლას-ვეგასში ისტორიაში პირველი Enhanced Games (გაუმჯობესებული თამაშები) ჩატარდა - შეჯიბრება, რომლის მონაწილეებსაც დოპინგის მიღება ნებადართული აქვთ.

გაუმჯობესებული თამაშები ან „ოლიმპიადა სტეროიდებზე“ მოიცავს შეჯიბრებებს მძლეოსნობაში, ცურვასა და ძალისმიერ სახეობებში. ორგანიზატორები ამ თამაშებს აღწერენ, როგორც „ახალ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებას, რომელშიც ელიტარული სპორტსმენები ადამიანის შესაძლებლობების ზღვარს ცდიან“.

42 მონაწილის უმრავლესობა შედეგების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა პრეპარატს იყენებდა.13-მა სპორტსმენმა „პირადი რეკორდი დაამყარა“. შეჯიბრების მსვლელობისას მონაწილეებს ექიმები მეთვალყურეობდნენ.

„ოლიმპიადის სტეროიდებზე“ ერთ-ერთი ორგანიზატორი - მეწარმე მაქსიმილიან მარტინი, პროგნოზირებდა, რომ შეჯიბრებაზე „საკმაოდ ბევრი“ მსოფლიო რეკორდი მოიხსნებოდა. საბოლოოდ, მხოლოდ ერთი რეკორდი დაფიქსირდა. ბერძენმა მოცურავემ, კრისტიან გოლომეევმა (2024 წლის ევროპის ჩემპიონმა), 50 მეტრი თავისუფალი სტილით 20,81 წამში გაცურა და ავსტრალიელი კემერონ მაკევოის მიერ მარტში დამყარებული შედეგი (20,88 წამი) გააუმჯობესა. ის პოლიურეთანის კოსტიუმით ცურავდა, რომლის გამოყენებაც ოფიციალურ ტურნირებზე აკრძალულია. გოლომეევის დროს ოფიციალური სპორტული ორგანიზაციები არ აღიარებენ.

ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ უკვე დაგმო ეს შეჯიბრება და უწოდა მას „ცირკი, რომელიც მარტივი გზების ძიებაზეა აგებული“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იმედი

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

იმედი

ჯეფრი საქსი უკრაინის მთავრობაზე: ეს რადიკალური მთავრობაა. მას დემოკრატიასთან აშკარად არაფერი აქვს საერთო. საქმე გვაქვს კორუმპირებულ და ექსტრემისტულ დიქტატურასთან

ჯეფრი საქსი უკრაინის მთავრობაზე: ეს რადიკალური მთავრობაა. მას დემოკრატიასთან აშკარად არაფერი აქვს საერთო. საქმე გვაქვს კორუმპირებულ და ექსტრემისტულ დიქტატურასთან

იმედი

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს

იმედი