მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევნიკა სილინია გადადგა
ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევნიკა სილინია გადადგა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევნიკა სილინია გადადგა

იმედი|imedinews.ge

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევნიკა სილინიამ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად მან მთავრობაში მომხდარი კონფლიქტი დაასახელა, რომელიც თავდაცვის მინისტრის ანდრის სპრუდსის გადადგომას მოჰყვა. საკუთარი გადადგომის შესახებ სილინიამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ მომენტში პოლიტიკური შური და ვიწრო პარტიული ინტერესები პასუხისმგებლობაზე მაღლა დადგა. დაინახეს რა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ძლიერი კანდიდატი [პოლკოვნიკი რაივის მელნისი], პოლიტიკურმა მოლაყბეებმა სამთავრობო კრიზისის გზა აირჩიეს“, - აღნიშნა მან.

დაძაბულობა ლატვიის მთავრობაში გასულ უქმეებზე დაიწყო, როდესაც თანამდებობა თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა პარტია „პროგრესულებიდან“ დატოვა. სილინიამ მაშინ განაცხადა, რომ სპრუდსმა დაკარგა მისი და საზოგადოების ნდობა ლატვიის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის ინციდენტებთან დაკავშირებით.

სილინიამ აღნიშნულ პოსტზე პოლკოვნიკ რაივის მელნისის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც შეთავაზებას დათანხმდა. თავად სპრუდსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ გადადგომა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, ხოლო სილინიას გამოსვლას „პოლიტიკური თამაშები“ უწოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი