მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Le Monde: პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პარაგვაელი სენატორის მიერ კილიან მბაპეს მისამართით გამოთქმული რასისტული განცხადებების გამო - გამოძიებას ონლაინ სიძულვილთან ბრძოლის ეროვნული განყოფილება ზედამხედველობს
Le Monde: პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პარაგვაელი სენატორის მიერ კილიან მბაპეს მისამართით გამოთქმული რასისტული განცხადებების გამო - გამოძიებას ონლაინ სიძულვილთან ბრძოლის ეროვნული განყოფილება ზედამხედველობს

Le Monde: პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პარაგვაელი სენატორის მიერ კილიან მბაპეს მისამართით გამოთქმული რასისტული განცხადებების გამო - გამოძიებას ონლაინ სიძულვილთან ბრძოლის ეროვნული განყოფილება ზედამხედველობს

იმედი|imedinews.ge

პარიზში გამოძიება დაიწყო პარაგვაელი სენატორის მიერ კილიან მბაპეს მისამართით გამოთქმული რასისტული განცხადებების გამო - როგორც პროკურატურამ განაცხადა, საქმე აღიძრა საჯარო შეურაცხყოფისა და დისკრიმინაციული სიძულვილის ან ძალადობისკენ საჯაროდ წაქეზების მუხლებით, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde-ი.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ სამშაბათს ონლაინ სიძულვილთან ბრძოლის ეროვნულ განყოფილებაში შეტანილი საჩივრის საფუძველზე, „პარიზის პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება“.

როგორც პროკურატურამ Agence France-Presse-ს განუცხადა, საქმე აღიძრა „დაზარალებულის რეალური ან სავარაუდო წარმომავლობის, ეთნიკური კუთვნილების, ეროვნების, რასის ან რელიგიის ნიშნით ჩადენილი საჯარო შეურაცხყოფის“ მუხლით.

გამოძიებას ონლაინ სიძულვილთან ბრძოლის ეროვნული განყოფილება ზედამხედველობს, ხოლო საქმის წარმოება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ცენტრალურ ოფისს დაევალა.

პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის რეალური თუ სავარაუდო წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ეროვნების, რასის ან რელიგიის ნიშნით ჩადენილი დამამძიმებელი გარემოების მქონე საჯარო შეურაცხყოფა 1 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. იგივე სასჯელია გათვალისწინებული დისკრიმინაციული სიძულვილის ან ძალადობისკენ საჯაროდ წაქეზებისთვის, რაც ჩადენილია დაზარალებულის რეალური თუ სავარაუდო წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ეროვნების, რასის ან რელიგიის ნიშნით.

პარაგვაელმა სენატორმა, სელესტე ამარილიამ მწვავედ გააკრიტიკა საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი მას შემდეგ, რაც შაბათს საფრანგეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მისი ქვეყნის გუნდი დაამარცხა. მატჩი გამოირჩეოდა პარაგვაელი ფეხბურთელების მხრიდან მრავალი დარღვევითა და არასპორტული ქცევით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • პროკურატურა: ხელახალი გამოძიების მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულიაფორმულა
  • "ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედატვ პირველი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
პროკურატურამ →ბრძოლის →გამოძიება →

მსგავსი სტატიები

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

იმედი

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

იმედი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იმედი