მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ლეიბორისტმა“ დეპუტატებმა სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდეს
„ლეიბორისტმა“ დეპუტატებმა სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდეს

„ლეიბორისტმა“ დეპუტატებმა სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდეს

იმედი|imedinews.ge

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ამტკიცებს, რომ ის პოსტზე რჩება, თუმცა მან სერიოზული დანაკარგები განიცადა მას შემდეგ, რაც 2024 წლის შემდეგ ბრიტანეთში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა.

სტარმერის „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ინგლისში ამ დროისთვის 650-ზე მეტი მუნიციპალური მრჩევლის ადგილი დაკარგა, რითაც ძირითადად ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიამ ისარგებლა.

სტარმერმა, რომლის ლიდერობაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის „არ წავა და ქვეყანას ქაოსში არ ჩაძირავს“. თუმცა, „ლეიბორისტული პარტიის“ არაერთმა დეპუტატმა მას მოუწოდა, პოსტი ახლავე ან უახლოეს მომავალში დატოვოს.

„ლეიბორისტებისთვის“ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა უელსში, სადაც ნაციონალისტური პარტია Plaid Cymru, როგორც ჩანს, ყველაზე დიდი პარტია გახდება, ხოლო „ლეიბორისტმა“ პირველმა მინისტრმა საკუთარი მანდატი დაკარგა - ამით იქ „ლეიბორისტების“ ერთსაუკუნოვანი დომინაცია დასრულდა. შოტლანდიაში კი, პროგნოზების მიხედვით, ყველაზე მეტ ადგილს შოტლანდიის ნაციონალური პარტია (SNP) მოიპოვებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ