მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად დაიხვეწა შესყიდვების კანონმდებლობა, შეიქმნა ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანო, რომელიც წლის ბოლომდე 200 მილიონამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს
ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად დაიხვეწა შესყიდვების კანონმდებლობა, შეიქმნა ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანო, რომელიც წლის ბოლომდე 200 მილიონამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს

იმედი|imedinews.ge

მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად დაიხვეწა შესყიდვების კანონმდებლობა, მათ შორის შესრულდა ევროკავშირის რეკომენდაციები, ერთ-ერთი არის ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანოს დაფუძნება, რომელმაც პირველი ივნისიდან დაიწყო ფუნქციონირება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ეს უწყება განახორციელებს ხარისხის მაქსიმალურ კონტროლს და ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს.

„ვფიქრობთ, წლის ბოლომდე 200 მილიონამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვას შეძლებს აღნიშნული ორგანო. გარდა ამისა, შესყიდვებს, რომელთა ღირებულება აღემატება 500 ათას ლარს და რომლის განხორციელებაც სურთ სამინისტროებს, სსიპებს თუ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს, მათ შორის მუნიციპალიტეტებს, განახორციელებს ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ისაუბრა ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდულზე, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა და აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი მაქსიმალურად აზღვევს კომპანიებს შორის წინასწარ გარიგებებს.

„ასევე მაქსიმალურად დაზღვეულია გარიგებები შემსყიდველის წარმომადგენელსა და კომპანიებს შორისაც. ეს არის აბსოლუტურად კონფედენციალური პროცესი. შემსყიდველი ვერ ხედავს შემოთავაზებულ ფასებს, ვიდრე არ დასრულდება შემოთავაზების ვადა, შესაბამისად, მანიპულაციების დრო და საშუალება თითქმის არ არსებობს. ეს არის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და შესყიდვების სააგენტოს ერთობლივი პროექტი, ხოლო ეფექტიანობის დეპარტამენტმა 2025 წლის ივნისიდან დღემდე უკვე მოახერხა თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის დაზოგვა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი