მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

იმედი|imedinews.ge

პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სინგაპურში განაცხადა.

მისივე თქმით, სინგაპურის გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მათ შორის, განვითარებული ფინანსური ინსტიტუტებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებით.

„მნიშვნელოვანია პარტნიორობა, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. სინგაპურში განვითარებულია ფინანსური ინსტიტუტები, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება არის საკმაოდ მარტივი.

ქვეყანა, სადაც გადასახადები საკმაოდ დაბალი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა. ამ ყველაფერს ემატება ის სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, რომელიც საქართველოშია შექმნილი, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად აადვილებს ნებისმიერი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას ქვეყანაში“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • რა შეიცვლება 2026 წლის ბიუჯეტში? - ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებაBM.GE
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • "ნეთანიაჰუს პოლიტიკა დიდ ზიანს აყენებს თავად ისრაელსაც, უდიდესი ზიანი ადგება პალესტინელებს და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს" - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრირუსთავი 2
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

იმედი

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

იმედი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

იმედი